მადრიდული უკანა ხაზი

მადრიდის "რეალი" დღითიდღე ვითარდება. ამის ნათელი დადასტურება სამეფო კლუბის უკანა ხაზია. სეზონის დასაწყისში, "თეთრების" ყველაზე სუსტ რგოლად მათი დაცვა მიიჩნეოდა, ახლა კი გუნდის ხერხემალი სწორედ ეს კომპონენტია. "ბლანკოსისთვის" გოლის გატანა ერთი–ორად გართულდა...


მადრიდის "რეალს" ეთამაშო, აართვა ქულები, გაუტანო გოლი–ეს ურთულესი საქმეა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ მადრიდისტების დაუდევრობით ხდებოდა ეს ყველაფერი. გავიხსენოთ "ვალიადოლიდთან" შეხვედრა, სადაც "თეთრებმა" პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე შეტევის ხაზში, მაგრამ დაცვის საშინელმა თამაშმა სამეფო კლუბს ლამის ქულები დააკარგვინა... რად ღირს "ალმერიასთან" მატჩი, უკანა ხაზში დაბნეულობა და ორი უპასუხო გოლი იმ მატჩში, სადაც ბურთის ფლობა 75%–25%_ია და 1–0 იგებ... მაგრამ ეს უკვე წარსულია, ასეთი საშინელებები სეზონის დასაწყისში ხდებოდა, დღეს კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მანუელ პელეგრინიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია, მან გუნდს საძირკველი აუშენა და ახლა უკვე ფეხბურთელების ჯერია, ჩილელმა შეკრა გუნდი და საბრძოლველად განაწყო, ახლა კი მხოლოდ წინსვლაა საჭირო.
მადრიდული უკანა ხაზი
მადრიდის "რეალი" ყველაზე შედეგიანი კლუბია ესპანეთში, უკვე კარგი უკანა ხაზით და მსოლფიოს საუკეთესო გოლკიპერი იკერ კასილასით... ერთი შეხედვით ყველაფერი საათივითაა აწყობილი, მაგრამ "ბლანკოსის" თამაშს რაღაც მაინც აკლია... გავიხსენოთ "სარაგოსასთან" შეხვედრა, სადაც მადრიდისტებმა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს თამაშის ხალისი დაუკარგეს და 6–0 მარცხი აგემეს. ამ მატჩის შემდეგ ყველა ელოდა, რომ "თეთრები" პამპლონასაც "შტურმით" აიღებდნენ და ქვას–ქვაზე არ დატოვებდნენ, მაგრამ ეს ვარაუდი სამწუხაროდ არ გამართლდა... გასულ ტურში კი მადრიდულმა გრანდმა, ყველაზე უხერხულ მეტოქეს "მალიორკას" უმასპინძლა, ყველა ორმხრივ შეტევებს, დიდ დაძაბულობას და თანაბარ შეხვედრას ელოდა, მაგრამ "თეთრებმა" არც ამ მატჩის პროგნოზი გაამართლეს და მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს... რომ არა მადრიდისტების განიავებული 100%–იანი მომენტები, იმ თამაშშიც დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ "თეთრები"... ასე, რომ სამეფო კლუბის მატჩები ყველაზე არაპროგნოზირებადია.

მოდით ისევ დავუბრუნდეთ დაცვის თამაშს, მადრიდელებს უკვე 240 წუთია გოლი არ გაუშვიათ... მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" დაცვის ბურჯი და მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მცველი პეპე დაკარგა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დღეს გაცილებით კარგად ათამაშდა დაცვის ხაზი, ვიდრე ამას პორტუგალიელი ცენტრალური უკანა ხაზელის ხელში ახერხებდა. რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ იკერ კასილასი, რომელსაც მხოლოდ 100%–იანი გოლები გასდის, ისე კი მის კარში ბურთის გატანა ფაქტიურად თავდამსხმელის ტკბილი სიზმარია...
მადრიდული უკანა ხაზი
ამჟამად მადრიდის "რეალის" უკანა ხაზში საუკეთესო, ყოფილი "ღამურა" რაულ ალბიოლია... სეზონის დასაწყისიდან განსხვავებით, იგი ფაქტიურად შეუცდომელია, ამას სამეფო კლუბის მშრალი სერიაც მოწმობს. ალბიოლი მხოლოდ 24 წლისაა და უკვე "ბლანკოსის" ძირითადი შემადგენლობის წევრია, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მადრიდის "რეალში" მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. ესპანელის მეწყვილე დაცვის ცენტრში ეზეკილ გარაია, რომელიც ასევე დიდი მონდომებით და სტაბილურობით გამოირჩევა.

გუნდის საყრდენი და დაცვის საუკეთესო მხარე მისი ფლანგებია... მადრიდულ გრანდში ამ პოზციებს სერხიო რამოსი და ალვარო არბელოა ინაწილებენ...
მათ თამაშში მინუსის პოვნა კი ძალიან რთულია. ეს წყვილი მანუელ პელეგრინის კიდევ ერთი აღმოჩენა და დიდი ექსპერიმენტების შედეგია. ასე, რომ სამეფო კლუბი ძველი დიდებისკენ მიიწევს და იმედია ამ სურვილსაც აისრულებს...


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 13 იანვარი 2010
  • 2952
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)