ბენიტესი:„ბეილთან და რამოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია“

რაფაელ ბენიტესმა მადრიდული დერბის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


„წინ ურთულესი მატჩია. „ატლეტიკო“ ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი გახლავთ, რომელსაც შეუძლია ინტენსიური თამაშის შემოთავაზება, ამიტომ ყურადღებით მოდუნების უფლება არ გვექნება. მეტოქეს შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ.“

„სიმეონეს გუნდი ძალიან კომპაქტურ ფეხბურთს თამაშობს და დაცვაში მაქსიმალურად აგრესიულია. რთულია „როხიბლანკოს“ დაცვის გარღვევა, ვინაიდან იქ უამრავ სირთულესთან გაქვს საქმე.“

„სერხიო რამოსის და გარეთ ბეილის კონდიციებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. არ ვიცი თერთმეტეულში დაიწყებენ თუ არა, ვინაიდან წინა მატჩები გაუცდათ.“

„სტუმრად ვთამაშობთ, მათი ქომაგები ბოლომდე დაიხარჯებიან, ამიტომ ემოციებს აყოლა არ ღირს. ყურადღების გადატანა სხვა რამეზე დამღუპველი იქნება, მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და 3 ქულის მოპოვებაზე ვიფიქროთ.“

„ფეხბურთი მუდამ პროგრესირებადია. იდეალურად და უხარვეზოდ ვერ იასპარეზებ, ყოველთვის არსებობს ასპექტი, რომელიც დასახვეწია.“

„გარეთს და სერხიოს ვესაუბრე, ისინი ენთუზიაზმით სავსენი არიან, რაც მახარებს. გუნდის რესურსი გაიზარდა, ვინაიდან ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.“

„ხამეს როდრიგესი ვერ ითამაშებს, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მიმდინარეობდა საუბრები იმის შესახებ, რომ კოლუმბიელებთან გარკვეული პრობლემა გვქონდა. მედიკოსთა შტაბმა მოინახულა როდრიგესი და დარწმუნდა, რომ ის სათამაშოდ მზად არ არის.“

„კრიშტიანო რონალდუსთვის ციფრები უკვე არაფერია. მაქვს ბედნიერება, მივულოცო ჩემ შეგირდს ყველა დროის საუკეთესო მეგოლეობა. მან მართლაც საოცარი შედეგი გამოაცხო. „შვიდიანი“ კიდევ ბევრს გაიტანს და მადრიდელთა გულებს გაახარებს. რონალდუს ლეგენდად შერაცხავენ, მან კიდევ უნდა მოიგოს ტიტულები და კოლექცია გაამდიდროს.“

„შეტევაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და გამწვავება მოვახერხოთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დიეგოს გუნდმა კონტრ-შეტევაზე არაერთი გრანდი დაამწუხრა, ამიტომ დაცვაში დიდი მობილიზება გვმართებს.“

„ვაფასებ მეტოქეს, მათ მწვრთნელს და ქომაგებს, მაგრამ არ მაინტერესებს რა მოხდა შარშან, რომელმა კოლექტივმა დააფიქსირა უკეთესი რეზულტატი და ასე შემდეგ. წინ მძიმე პაექრობა გველის, რომელიც სამეფო კლუბმა უნდა მოიგოს, ჩემი ინტერესი სწორედ ეს გახლავთ.“

„ფეხბურთელებმა იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, მათი ფეხბურთელები განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით არიან გამორჩეულნი.“

„ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშეთ, მაგრამ სასურველ მიზანს მივაღწიეთ. რამდენიმე შეგირდს დასვენების საშუალება მივეცი. სეზონი გრძელი და მრავალმატჩიანია, აქედან გამომდინარე როტაცია აუცილებელია.“

„გულშემატკივარი დიდ სანახაობას იხილავს.“

„კროოსი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც არაერთ ფუნქციას ითავსებს. კოვაჩიჩის ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. ხორვატი ფეხბურთელი სამეფო კლუბში ბევრს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ ის სულ ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა. dle 10.1

  • Hala
  • 3 ოქტომბერი 2015
  • 4684
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)