კოლუმბიელები „რეალის“ სამედიცინო შტაბს არ ენდობიან

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, პეკერმანს ხამეს როდრიგესი პერუს და ურუგუაის წინააღმდეგ მატჩებში სჭირდება.


მიუხედავად იმისა, რომ ხამეს როდრიგესმა სარეაბილიტაციო კურსის ბოლო ეტაპამდე მიაღწია, მისი თამაში მადრიდულ დერბიში მაინც გამორიცხულია, რადგან "ბლანკოსის" მედიკოსები სამწვრთნელო შტაბს რისკების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ. "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შემდეგ კი როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო ბატალიები იწყება, რაც ძალიან მნისვნელოვანი იქნება კოლუმბიისთვის. სამხრეთ ამერიკული გუნდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს. ამ შეხვედრებში კი როდრიგესის როლი ძალიან დიდი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პეკერმანმა მადრიდის "რეალისგან" მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გამთამაშებელს ჯერ ტრავმა არ მოუშუშებია და იგი თანამემამულეებს პერუს და ურუგუაის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციამ სამეფო კლუბის ხელმძრვანელობას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ ხამეს როდრიგესი უნდა გაემგზავროს სამშობლოში, სადაც კოლუმბიელი მედიკოსები მას გასინჯავენ და ფედერაციას მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად რეალურია მისი თამაში უახლოესი სანაკრებო ბატალიების დროს. dle 10.1

  • Junior
  • 2 ოქტომბერი 2015
  • 4351
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)