კანალესი მადრიდელი გახდება

ესპანელი ტალანტი კანალესი სავარაუდოდ მადრიდელი გახდება.


სრული სახელი: სერხიო კანალეს მადრაცო

დაბადების თარიღი: 12.02.1991

ქვეყანა: ესპანეთი

სიმაღლე/წონა: 1.76 მ/65 კგ

კლუბი: რასინგი


ეს გახლავთ ამ ტალანტის მონაცემები რაც ჩვენთვის ცნობილია. მისით ინტრესდება ისეთი გუნდები როგორიც "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი" და "ჩელსია". კანალესზე ისიც ვიცით რომ სანამ 18 წლის გახდებოდა რეალი მანამდეც ცდილობდა მის შეძენას 12 წლის ასაკში.

კანალესის მამა რომელიც ამავდროულად შვილის აგენტიც გახლავთ თვლის, რომ შეთანხმებას ხელს არაფერი უშლის. ყველაფერი კარგად მიდის უბრალოდ ერთი პრობლემა მაინც არსებობს. კანალესის აგენტი (მამა) თვლის, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს ისეთ გუნდზე რომელშიც თამაშის საშუალება მიეცემა მის ვაჟს.

"ჩვენ მადრიდელთაგან შემოთავაზება ჯერ კიდევ მაშინ გვქონდა როდესაც სერხიო 12 წლის გახლდათ, მაგრამ მაშინ დარჩენა ვარჩიეთ და როგორც ჩანს ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მე ამ დღეებში უნდა შევხვდე რეალის ხელმძღვანელობას და გავარკვიო თუ რას გვთავაზობენ. სერხიო ჯერ სულ რაღაც 18 წლის გახლავთ და რასინგის შეუცვლელ ფიგურად იქცა."

"არის ასევე შემოთავაზებები ინგლისიდან, მაგრამ აქ სერიოზული დაფიქრება გვმართებს, რადგანაც ეს ის მომენტია როდესაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ამ მომენტისთვის განიხილება ის გუნდი რომელშიც თამაშის საშუალება მიეცემა სერხიოს, რათა ის გაიზარდოს როგორც ფეხბურთელი."

კანალესზე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ მას 322 წუთი აქვს ჩატარებული მიმდინარე სეზონში და გატანილი აქვს 4 გოლი. ასევე უნდა აღნიშნოს ერთი საგოლე გადაცემაც. სავარაუდოდ 2 კვირაში ყველაფერი გაირკვევა.

ინფორმაციის წყარო: as.com

by: aqilevs dle 10.1

  • tskito
  • 13 იანვარი 2010
  • 2255
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)