"ლიონური" ბარიერი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალების "ეპოქა სუფევს."როგორც ვიცით, მადრიდის "რეალს" ბოლო წლებში აკაშკაშებული ვარსკვლავი, "ლიონი" ხვდა წილად.მთელი მადრიდიზმი მოუთმენლად ელოდება ორმატჩიანი დუელის პირველ პაექრობას.იმედს ვიქონიებ, რომ ამჯერად "თეთრები" დაუბრკოლებლად გადალახავენ "ლიონურ" ბარიერს და "ნანატრი" 1/4 ფინალის საგზურს მოიპოვებენ.


ლიონის "ოლიმპიკმა" სწორედ 21-ე საუკუნეში გაითქვა სახელი.ქარიმ ბენზემას ყოფილი გუნდი ზედიზედ შვიდჯერ გახდა საფრანგეთის პირველობის პირველადგილოსანი (2002-2008).ალბათ, საკვირველია ის ფაქტი, რომ 2009-2010 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო კლუდ პიუელის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა.ამ მომენტისათვის "ლიონელების" მონაგარი მე-6 საფეხურია ეროვნულ ჩემპიონატში.ისინი 13 ქულით ჩამორჩებიან გათამაშების ლიდერ, "ბორდოს."

სეზონის დაწყებისთანავე ნათელი იყო, რომ ფრანგული გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებდა აქცენტს.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დასძინა, რომ "ლიონისათვის" საფრანგეთის პირველობაზე მისი გუნდის მიზანი იქნებოდა არა მოწინავე პოზიცია, არამედ სამეულში ადგილის დამკვიდრება.უკვე აქედან ჩანს, რომ სამეფო გუნდს ნამდვილად არ ელოდება ადვილი გასეირნება "ოლიმპიკის" წინააღმდეგ.

მოდით, თვალი გადავავლოთ მომავალი მეტოქის შემადგენლობას."ლიონის" ამჟამინდელ ფეხბურთელებში "ვარსკვლავური" სისხლი ნამდვილად არ ჩქებს, თუმდა დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას ფრანგული კლუბის ღირსების დამცველები.მაშასადამე, "ოლიმპიკის" კარს მყარად იცავს უგო ლორისი.ეს უკანასკნელი "მამლების" გუნდშიც ირიცხება.არანაკლებ მყარია "ლიონური" დაცვითი ხაზიც, სადაც ცენტრალურ პოზიციებზე კრისი და ბუმსონგი გამოდიან.უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მოთამაშე ძალზედ გამოცდილია.რაც შეეხება დაცვით გარემარბებს, მარჯვენა ფრთას ანტონი რივეიერა მეურვეობს, ხოლო მარცხენა ფლანგს, "მილანის" დაწუნებული, ალი სისოკო.გადავიდეთ ნახევარ დაცვაში, სადაც ჯუნინიოს წასვლის შემდეგ დიდ პრობლემებს გადაეყარა "ლიონი."ამჟამად შეტევის წამოწყებასა და თავდაცვას ტულალანი, მაკუნი და ჩელსტრემი ინაწილებენ, ხოლო სტანდარტების შესრულებას საკუთარ თავზე პიანიჩი იღებს.შემდეგი გაჩერება უკვე თავდასხმაა, ე.წ. "ვინგერების" პოზიცია დიდი კონკურენციაა გუნდში.მარცხენა "ვინგერის" ამპლუის მოსარგებად ბასტოსი და ედერსონი იბრძვიან ერთმანეთში, ხოლო მაჯვენა "ვინგერისათვის" სიდნეი გოვუ და სესარ დელგადო პაექრობენ.გუნდის მეგოლეებად კი ლისანდრო ლოპესი და გომიში ითვლებიან.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, წინ საინტერესო დაპირისპირებები გველის. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)