ბენიტესი:„მესის საკითხი არ მაინტერესებს, ის მე არ მეხება“

რაფაელ ბენიტესმა „მალაგასთან“ ნულოვანი ფრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. წინა მატჩებში 5 და 6 გოლს ვიტანდით, ახლა კი ნულოვან ფრეს დავჯერდით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი გვქონდა, კამენის კარის აღება ვერ მოვახერხეთ.“

„პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში ხარვეზები აღმოვფხარით, მაგრამ მეტოქემ ძალიან დაიხია უკან და სივრცეები ფაქტობრივად, აღარ სჩანდა. მეორე 45 წუთში უამრავი მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი გატანა კვლავაც ვერ მოხერხდა.“

„ბოლო წუთები კულმინაცია იყო. მსურდა, ფეხბურთელები დამერწმუნებინა იმაში, რომ დამშვიდებულიყვნენ და გააზრებულად გაეგორებინათ ბურთი, მაგრამ ისინი ნერვიულობდნენ და შეცდომებმაც იმატა. სამწუხაროდ, შეხვედრის მიწირულს, ფატალურ გაუმართლებლობას ჰქონდა ადგილი.“

„კამენიმ ბრწყინვალედ ითამაშა. „მალაგას“ მეკარემ საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა, ის დიდებულად იგერიებდა ბურთებს.“

„მსაჯის საქციელს ვერ შევაფასებ, რადგან ვთვლი, რომ ეს სხვა სამსახურების საქმეა. ჩვენ უნდა გაგვეტანა მინიმუმ 1 გოლი და მოგვეპოვებინა საჭირო სამი ქულა.“

„ხესესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, მას სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს. ძალიან დიდ ტკივილებს გრძნობდა.“

„ჩვენ უნდა შეგვეძლო გადახალისება. სამწუხაროდ, შეტევაში სიტუაცია ვერ გავამწვავეთ და გოლი ვერ გავიტანეთ. ამას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს.“

„გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი, ისინი ბოლომდე გვედგნენ მხარში და ფეხბურთელებს ამხნევებდნენ.“

„ტონი კროოსი ძალიან მნიშვნელოვანია ფიგურაა, მან დასვენება ვერ მოახერხა, ვინაიდან დაძაბული მატჩები გვქონდა და გვჭირდებოდა. გერმანელი ფეხბურთელის როლი მადრიდის „რეალის“ წარმატებაში უდიდესია.“

„მესისთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. არ მაინტერესებს რა ხდება „ბარსელონასა“ და ლიონელს ირგვლივ, მე ჩემი პრობლემები მაქვს, ამის თქმა ტრავმებზეც შემიძლია. ასე რომ სჯობს, საკუთარი ხარვეზები აღმოფხვრაზე და ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელებაზე ვიფიქრო.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 სექტემბერი 2015
  • 5090
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)