ბენიტესმა პირველი გამოცდა ჩააბარა

რაფა ბენიტესმა "სან მამესზე" გამარჯვებით დამატებითი ავტორიტეტი და პრიმერაში პირველი ადგილი მოიპოვა


ჩატარებული მატჩების და ლა ლიგაში 10 ქულის მოპოვების შემდეგ, რაფაელ ბენიტესს პირველი გამოცდა შეხვდა "ბილბაოს" სახით, რომელსაც წარმატებით გააართვა თავი.

რაფაელ ბენიტესმა, როგორც "ატლეტიკთან" ასევე სხვა გუნდებთან კარგად აჩვენა, თუ რაოდენ კარგი ტაქტიკოსია და როგორ ყავს დაცვის ხაზი მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს 3 წამყვანი ფეხბურთელი: გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი და გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსი აკლია, მაინც დამაჯერებლად მიიწევენ წინ და სატურნირო ცხრილს თითოეულ თამაშში სამ ქულას უმატებენ.

მადრიდის "რეალის" დაცვამ და კიპერმა, შეძლეს ზედიზედ 5 თამაშში კარის მშრალად შენახვა, რაც მათთან ერთად ბენიტესის ტაქტიკის და მის მიერ ფეხბურთელთა მომზადების ხარჯზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ "სან მამესზე" აღნიშნული სერია შეწყდა, რთულია ამაში დაცვა დაადანაშაულო, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე მეტოქეს შედეგიანი შეტევის და დარტყმის საშუალებას არ აძლევდა.

ბენიტესის მოსვლის დღიდან, ბევრი რამ დაიწერა მასზე და მის მომავალ მადრიდულ კარიერაზე. საზოგადობეის დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ბენიტესი არ იყო "ბლანკოსის" შესაფერისი მწვრთნელი და პერესს მასზე ბევრად კარგის მოყვანა შეეძლო, მაგრამ ჩატარებული მატჩები, შედეგი და სატურნირო მდგომარობა ბენიტესის პროფესიონალიზმსა და ტაქტიკურ სისწორეზე მიუთითებს. dle 10.1

  • nick2010
  • 24 სექტემბერი 2015
  • 3657
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)