ბენიტესი: "ბურთს ვაკონტროლებდით"

გუშინ მოპოვებული მძიმე ბრძოლის შემდეგ რაფა ბენიტესმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა


"ბედნიერი ვარ, ვინაიდან მოვიგეთ, ხოლო გუნდმა თავისი ორი სახე აჩვენა. პირველ ნახევარში ბურთს ვფლობდით, გქვონდა გოლის გატანის შანსი, მეორე ნახევარში კი უკვე ბევრი ვიშრომეთ , ხასიათი გამოვავლინეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ მოსაგებად. ერთი სიტყვით, პირველ ნახევარში ვაჩვენეთ ხარისხი, ხოლო მეორეში კი ხასიათი და მონდომება."

"დასაწყისში კონტროლი დავამყარეთ ბურთზე და თამაშზე. მოგვიანებით გადაადგილება განვახორციელეთ მოედანზე, ისკომ უფრო წინ წაიცია მოედნის ცენტრში და ბოლოს აღნიშნული პოზიცია კაზემიროთი დავასრულეთ. ყველაფერი ეს, რომელიც შეიძლება ბევრს არც ისე მნიშვნელოვნად მოეჩვენოს, გვაჩვენებს, რომ გუნდი ეგუება და მზად ხდება ტაქტიკური გადაადგილებებისთვის. ვგრძნობ, რომ ყველაფერი რისი მიღწევაც და გაკეთებაც გვინდოდა და გვინდა, შეგვიძლია და ვაკეთებეთ."

მნიშვნელოვანი გამარჯვება

"ეს იყო თამაში, რომელშიც ვაჩვენეთ ისეთი რაღაცეები, რაც აქამდე არ გვიჩვენებია. არ დაგვჭირვებია აქამდე ამ ხასიათის ჩვენება. ეს გაგვიძლიერებს მენტალიტეტს, რომელიც ამ გუნდს აუცილებელად უნდა ჰქონდეს."

კარიმ ბენზემა

"ფანტასტიკური ფეხბურთელია. განსხვავებული ცხრიანია, ის არ არის მხოლოდ საჯარიმოს თავმდამსხმელი. ძალიან ბევრს მოძრაობს, ძალიან დიდი ნიჭი აქვს და კრიშტიანო რონალდუს მართლაც იდეალურად უგებს. მოძრაობები და ხარისხი, რომელიც მას მოაქვს, ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის მეტოქის დაცვას და დიდ სივრცეებს ქმნის მისი თანაგუნდელებისთვის."

"მე მას დავუსახე , რომ 25 გოლზე ნაკლები არ უნდა გაიტანოს წელს და ამას დამატებული საგოლე გადაცემების გარკვეული რაოდენობაც უნდა ჰქონდეს. კარგად მიყვება თავის საქმეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას გოლი გააქვს და გუნდი იგებს. ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იმუშავა და მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის. გუნდი, რომლის ყველა წევრიც ერთიანად თავდაუზოგავად მუშაობს, აუცილებლად მოიგებს."

რა მოაქვს გამარჯვებას

"თავდაჯერება. ტესტი, რომლის ჩაბარებასაც ყველა ითხოვდა , ძალიან მაღალ დონეზე ჩავაბარეთ. კარში 20 დარტყმა გვქონდა, რაც ნიშნავს , რომ გეგმას მივყვებოდით და კარგად ვითამაშეთ."

მატეო კოვაჩიჩი

"კარგად გაისარჯა. ვიცი, რასაც წარმოადგენს, ვინაიდან იტალიაში ვუყურებდი მის თამაშს და მას უდიდესი ნიჭი და დინამიურობა გააჩნია. აუცილებლად გვჭირდებოდა, რომ ბურთი უკეთესად გაგვეკონტროლებინა. თამაშის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაწესებული გვქონდა კონტროლი ყველაფერზე."

კეილორ ნავასი

"კარგად ითამაშა. მათი გოლი არ იყო კეილორ ნავასის შეცდომა, ეს საერთო შეცდომის შედეგი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ."

ბარსელონას მარცხი

"არ ვფიქრობ სხვა გუნდზე და სიმართლე გითხრათ, ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით, მათ თამაშის ყურებისთვის არ მცალია."

წყარო: RealMadrid.com dle 10.1

  • shvela
  • 24 სექტემბერი 2015
  • 4504
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)