რონალდო–"Goal.Com"-ის მომხმარებელთა არჩევანი

პოპულარული ინტერნეტ გამოცემა "Goal.Com"-ის მომხამრებელთა არჩევანი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმაზე შეჩერდა... მკითხველთა ხმათა უმრავლესობით სწორედ ამ ბრაზილიელზე შემოგთავაზებთ მისი კარიერის ამონარიდებს და ინტერვიუს...


ამ გამოკითხვაში ბრაზილიელმა ისეთი ლეგენდარული მეტოქეები დაამარცხა, როგორიცაა ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, ზინედინ ზიდანი, ლეო მესი, ხავი ერნანდესი, კრიშტიანო რონალდო და ა.შ. "კორინთიანსის"ფეხბურთელმა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა 42,63% მოაგროვა. ამ შედეგით მან ზინედინ ზიდანს გაუსწრო, რომელსაც 36% ჰქონდა მოპოვებული.

ყოფილი მადრიდისტა და ექს "მილანელი" შეიძლება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილოთ, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირეა. რონალდოს ჩვეული სისწრაფე დაკარგული აქვს, ბრაზილიის ნაკრებში კი ისეთი დიდებული ფორვარდები ირიცხებიან, როგორიცაა ლუიშ ფაბიანო, პატო, რობინიო, ადრიანო... ამ ფეხბურთელებთან პაექრობა კი "ელ ფენომენოს" ძალიან გაუჭირდება. ასეთი დიდი კონკურენციის მიუხედავად რონი ბოლომდე იბრძოლებს, დიდი ალბათობაა იმის, რომ სწორედ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, ლუის ნაზარიომ საფეხბურთო კარიერაც მიატოვოს.

რონალდო–"Goal.Com"-ის მომხმარებელთა არჩევანი

ბედნიერი ხართ "Goal.Com"-ის მომხმარებელთა არჩევანი თქვენზე, რომ შეჩერდა?

"დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ბოლო ხანებში ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, რათა ჩვეული ფორმა დავიბრუნო. იმედი მაქვს ბედი ახლა მაინც გამიღიმებს და ტრავმებით აღარ გავწვალდები. ჩემი აზრით, მე კიდევ შემიძლია გავიარო სერიოზული გამოცდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ყველაფერს ბრაზილიის მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს."

"საერთო ჯამში ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი კარიერა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში, რომ გავატარე. ასევე უმნიშნვნელოვანესია ბრაზილიის ნაკრებში გატარებული წლები, მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი... ძალიან მინდა ჩემი ხანგრძლივი კარიერა მხიარულ ნოტაზე დავასრულო, ამის გაკეთებას 2010 წლის ბოლოსკენ ვგეგმავ, ისიც თუ ტრავმები აღარ შემაწუხებს."
რონალდო–"Goal.Com"-ის მომხმარებელთა არჩევანი

"კორინთიანსში" ბედნიერი ხართ?

"დიახ, რა თქმა უნდა. მე ეს კლუბი ძალიან მიყვარს. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ამჟამინდელი გუნდის საკეთილდღეოდ... ძალიან მინდოდა "Goal.Com"-ის გამოკითხულთა ათეულში შევსულიყავი, საბოლოოდ კი პირველ ადგილზე აღმოვჩნდი... ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, მე მათი მადლიერი ვარ, რადგან ასეთი დიდი სიხარული მომანიჭეს."
რონალდო–"Goal.Com"-ის მომხმარებელთა არჩევანი

"Goal.Com"-ის აქტიური მომხმარებელი ხართ?

"გარწმუნებთ, რომ ამ საიტის აქტიური სტუმარი გახლავართ. მე ფეხბურთელი ვარ და ეს საქმე ყველაზე ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვა სპორტითაც ხშირად ვინტერესდები, სწორედ ამიტომ ხშირად ვსტუმრობ ჩემს ფავორიტ სპორტულ საიტ "Goal.Com"-ს."
რონალდო–"Goal.Com"-ის მომხმარებელთა არჩევანი

როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა?

"ძალიან მინდა კიდევ ერთხელ წავიდე ამ ტურნირზე ფეხბურთელის რანგში, მაგრამ ამჯამად მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ. არასდროს მითხოვია ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება, მაგრამ ჩემი ოცნება სწორედ ეს გახლდათ... ყველა იმ მწვრთნელს, რომელმაც ამ ტურნირზე გამიწვია უდიდეს მადლობას ვუხდი. ჩემი ფიქრები ამჟამად მხოლოდ "კორინთიანსისკენაა" მიპყრობილი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშნველოვანია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ხოლო წინასწარ ნერვიულობა არ ღირს..."

ყველა გულშემატკივრის უდიდესი სურვილია "ელ ფენომენო" გაემგზავროს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ გაითვალისწინებს კი ფანების აზრს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი–დუნგა?!...


გამოკითხულთა შედეგები

1. რონალდო 43,63%.

2.ზინედინ ზიდანი 36%.

3. ლიონელ მესი–სემი ჰიიპია 5,88%.

4.ჯანლუიჯი ბუფონი 4,88%.

5. ხავი ერნანდესი 2,29 %.

6. რობერტო კარლოსი 0,89%.

7. კლოდ მაკელელე 0,69%.

8. კაფუ 0,56%.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 12 იანვარი 2010
  • 3431
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)