მოურინიო მადრიდში ბრუნდება?

ბრიტანული პრესის განცხადებით, ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" დაბრუნებას აპირებს.


მოურინიოს დამრიგებლობით ლონდონის "ჩელსიმ" ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი. არისტოკრატებმა პირველ ტურებში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ ფაქტმა კი განარისხა რომან აბრამოვიჩი, რომელმაც შესაძლოა მალე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლოს.

ბრიტანული პრესა კი დარწმუნებულია, რომ "ჩელსიდან" გაშვებული ჟოზე აუცილებლად დაბრუნდება მადრიდის "რეალში". ესპანელი კოლეგები კი სულ განსხვავებულ აზრზე არიან. მოუმ სამეფო კლუბში ბევრი პრობლემა გამოიწვია. უთანხმოება სერხიო რამოსთან, სათადარიგოზე დასმული ლეგენდარული კაპიტანი, იკერ კასილასი, არაეთიკური მოპყრობა ჟურნალისტებთან, არაკეთილგანწყობილი გულშემატკივრები პორტუგალიელი სპეციალისტის მიმართ...

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ესპანეთის დედაქალაქში მოურინიოს მიმართ სიმპატიებით თითქმის არავინ არის განწყობილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჟოზეს დაბრუნება სამეფო კლუბში არავის გაუხარდება.

Goal.com dle 10.1

  • Junior
  • 12 სექტემბერი 2015
  • 3396
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)