პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი

მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალის" საპრეზიდენტო პოსტზე მუშაობისას ბევრი ტრანსფერი განახორციელა. თუცმა, პერესმა ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ მან ვერ შეძლო რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა, მაგალითად, პატრიკ ვიეირა და ფრანკ რიბერი.


მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალის" საპრეზიდენტო პოსტზე მუშაობისას ბევრი ტრანსფერი განახორციელა. თუცმა, პერესმა ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ მან ვერ შეძლო რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა, მაგალითად, პატრიკ ვიეირა და ფრანკ რიბერი.

მადრიდული Marca გვთავაზობს ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებიც, ვიეირასა და რიბერისთან ერთად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ფლორენტინოს კლუბს ვერ შეუერთდნენ.

პატრიკ ვიეირა

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


ფრანგი ფეხბურთელი პერესისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშე იყო "თეთრებში" ჯერ კიდევ მისი პირველი მოღვაწეობის დროს. ჩამშლელ ნახევარმცევლზე ფლორენტინომ მოლაპარაკებები რამდენჯერმე გამართა, თუმცა, საბოლოოდ, მან მიზანს ვერ მიაღწია.

გაბრიელ მილიტო

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


ამ შემთხვევაში ჩვენ არა შესაძლო, არამედ განხორციელებულ ტრანსფერზე ვსაობრობთ. არგენტინელი ცენტრალური მცველი უკვე "მადრიდელი" იყო, თუმცა, ბოლო მომენტში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ექიმებმა დაბლოკეს. მოგვიანებით, მილიტო "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ბევრი ტიტული მოიგო და მიუხედავად ხშირი ტრამვიანობისა, მან ძალიან კარგი კარიერაც შეიქმნა.

ფრანკ რიბერი

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


ცნობილი ფაქტია, რომ რიბერის "ბაიერნში" გადასვლამდე "რეალში" თამაში სურდა, რაც "თეთრებსაც" უნდოდათ. თუმცა, "მარსელთან" მოლაპარაკებების სირთულემ, საბოლოოდ, ფრანგის მიუნხენში გადაბარგება გამოიწვია.

დავიდ ვილია

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი რამდენჯერმე ახლოს იყო მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, მაგრამ მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე ჩაიშალა. 2010 წელს მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლეს, თუმცა ვილია "რეალს" აღარ დაელოდა და "ბარსელონაში" გადავიდა.

სერხიო აგუერო

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


მას შემდეგ, რაც არგენტინელმა "ატლეტიკოდან" წასვლაზე განცხადება გააკეთა, "რეალმა" აგუეროზე მადრიდულ კლუბს შეთავაზება გაუკეთა. პერესის კოლეგა კატეგორიული წინააღმდეგი იყო თავისი გუნდის ლიდერის მადრიდის "რეალში" გაყიდვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინო ენრიკე სერესოს გადარწმუნებას შეეცადა, აგუერო "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

სანტი კასორლა

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


ესპანელი ფლეიმექერი "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. 2012 წელს კასროლა "მალაგას" გასახდელში შევიდა, სადაც თანაგუნდელებს დაემშვიდობა და მათ უთხრა, რომ "რეალში" გადადის. თუმცა, საბოლოოდ, ის "არსენალში" აღმოჩნდა. ალბათ, ამის მიზეზი მესთ იოზილი იყო, რომლის გამოც ნახევარდაცვაში კასორლა ზედმეტი ჩანდა.

რადამელ ფალკაო

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


გასული სეზონების ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს ყოველთვის ოცნებობდა "რეალში" თამაშზე. ფლორენტინო პერესს, თავის მხრივ, ყოველთვის უნდოდა კოლუმბიელის შეძენა, თუმცა ამჯერადაც მას ხელი "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის სადავო მოლაპარაკებები შედგა, ფალკაომ "მონაკოს" გულუხვ შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა. ვინ უფრო დაზარალდა ამით საკითხავია, რადგან "რეალმა" იმავე სეზონში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რადამელმა კი ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი ადგილი. გარდა ამისა, მისმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, "რეალს" რამდენჯერმე შესთავაზა თავისი კლიენტი, თუმცა პერესს ის უკვე აღარ ჭირდებოდა.

ნეიმარი

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის ჩაშლა პერესმა ჯერ კიდევ ვერ მოინელა. ბრაზილიურმა პრესამ თავდამსხმელი არაერთხელ დაუკავშირა მადრიდის "რეალს", თუმცა, საბოლოოდ, "სანტოსმა" "თეთრებს" "ბარსელონა" არჩია. მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელი შეიძინა, მის სატრანსფერო თანხაზე საუბრები არ შეწყვეტილა.

დავიდ დე ხეა

პერესის 9 წარუმატებელი ტრანსფერი


დე ხეას ირგვლივ განვითარებული სიტუაცია ყველას კარგად მოეხსენება. ვინაა დამნაშავე, ვინ არა - მნიშვნელობა არ აქვს, "რეალისა" და "მანჩესტერის" რეპუტაცია ნებისმიერ შემთხვევაში გაუფასურებულია. რაც შეეხება თავად მეკარეს, ახლა ის "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდის "რეალში" გადასვლასთან. dle 10.1

  • Ricky.
  • 8 სექტემბერი 2015
  • 8956
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)