2 წელი "რეალთან" ერთად

2 წლის წინ, 2 სექტემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", გარეთ ბეილის პრეზენტაცია შედგა.


კოპა დელ რეი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ლა დეციმა და უმნიშვნელოვანესი გოლი ლიგის ფინალში, ეს გარეთ ბეილის მონაგარია მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ მადრიდის "რეალს" შეუერთა.

ზუსტად 2 წლის წინ, 2 სექტემბერს, უელსელი გარემარბი "ბერნაბეუზე" წარსდგა, თეთრი ინჩადის წინაშე და საკუთარი გული და სული "ბლანკოსს" მიუძღვნა, ათასობით ხალხის თვალწინ. 91 მატჩის და 41 გოლის შემდეგ, ბეილმა შესძლო და მადრიდის "რეალის" ისტორიაში მკაფიო ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი.

თავდაპირველად, ბეილმა საკუთარი შესაძლებლობების წყალობით კოპა დელ რეის თასი მოიგო, რომელშიც არანორმალური გარბენის შემდეგ, "მესტიალზე" შეკრებილი "ბარსელონას" ქომაგები დაადუმა.





კოპას ფინალზე დასამახსოვრებელი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი თავური გოლი გახლდათ, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, ლისაბონში, რომელმაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა მიიღო ხსენებულ მატჩში და სანატრელი ლა დეციმას მოგებაშიც ლომის წვლილი შეიტანა.





ბეილმა ხსენებული ჩემპიონატების გარდა მონაწილეობა უეფას სუპერ თასის შეხვედრაშიც მიიღო სადაც რონალდუს გოლის წყალობით თასის მფლობელი გახდა. dle 10.1

  • nick2010
  • 2 სექტემბერი 2015
  • 2298
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)