ცენტრალური მცველების ხანგრძლივი თანამშრომლობა

პეპე და რამოსი კიდევ ერთ სეზონს გაატარებენ ერთად.


მოგეხსენებათ, პეპემ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა მადრიდის "რეალთან", რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში ისევ ვიხილავთ პორტუგალიელი და ესპანელი ფეხბურთელების დუეტს დაცვის ცენტრში.

რამოსი და პეპე სამეფო კლუბის დაცვაში 2007 წლიდან დგანან. მათ ერთად მოიგეს არაერთი ტიტული: ლა ლიგა (2), კოპა დელ რეი (2), ესპანეთის სუპერ თასი (2), უეფას სუოერ თასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.

აღსანიშნავია, რომ რამოსი პერესის პირველი შენაძენი იყო 2005 წელს. 2007-ში კი მადრიდის "რეალში" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პორტოდან" გადმობარგდა პეპე. მას შემდეგ ისინი ერთად თამაშობენ დაცვაში.

ლა ლიგაში მათ 158 მატჩი ჩაატარეს ერთად. 120-ჯერ სძლიეს მეტოქეს, 18 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 20 ჯერ დამარცხდნენ. ჩემპიონთა ლიგა: 47 მატჩი - 28 გამარჯვება, 8 ფრე და 11 მარცხი. კოპა დელ რეი: 14 მატჩი - 9 გამარჯვება, 3 ფრე და 2 მარცხი. მადრიდის "რეალის" დამცველთა დუეტს 100%-იანი შედეგი აქვთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და უეფას სუპერ თასზე - მათ ყველა მატჩი მოიგეს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 22 აგვისტო 2015
  • 1949
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)