კოვაჩიჩი მზად არის

მატეო კოვაჩიჩმა თავისი პირველი ვარჯიში წარმატებით დაასრულა. მან რაფა ბენიტესს დაუმტკიცა, რომ მზად არის მადრიდის "რეალის" დასახმარებლად და დებიუტისთვის.


აღსანიშნავია, რომ კოვაჩიჩს დიდებული პრე-სეზონი ჰქონდა "ინტერში". იტალიელთა მთავარ მწვრთნელს, რობერტო მანჩინის არ სურდა მატეოსთან გამომშვიდობება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

კოვაჩიჩის კომენტარი:

"მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ვფიქრობ, თანაგუნდელებისგან ბევრი რამ შემიძლია ვისწავლო და მეც ჩემი მხრივ ვეცდები ვარჯიშებზე ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ პროფესიული თვალსაზრისით მალე გავიზრდები და მადრიდის "რეალს" ჩემს შესაძლებლობებს გავუზიარებ."

"რაფა ბენიტესი დიდებული მწვრთნელია. მას ყველა ტიტული აქვს მოპოვებული. ესპანელი სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდების წინააღმდეგ რამდენიმეჯერ მითამაშია და ვფიქრობ იგი მადრიდის "რეალის" თავკაცობას იმსახურებდა."

"ძალიან კარდი და თბილი მოგონებები შემომრჩა მილანის "ინტერთან" დაკავშირებით. იტალიურ კლუბში საკმაოდ კარგი პერიოდი გავატარე ჩემი კარიერის და ბევრი მეგობარიც შევიძინე. ახლა მადრიდის "რეალის" ღირსებას ვიცავ და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 22 აგვისტო 2015
  • 1947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)