ბენიტესი ხესეს ცენტრ-ფორვარდად აყალიბებს

რაფა ბენიტესმა ხესე როდრიგესი თავისი გუნდის შემადგენლობის ღირსეულ წევრად მიიჩნია და მას სრული ნდობა გამოუცხადა.


ესპანელმა ფეხბურთელმა პრე-სეზონი ნორმალურად დაიწყო. მან ყველას გაახსენა ორი წლის წინანდელი ხესე, რომელიც დიდებულად ასპარეზობდა, თუმცა ტრავმის გამო მისი საქმე უკან წავიდა. ამ ეტაპზე როდრიგესმა კვლავ მოიკრიბა ძალ-ღონე და მთელი შემართებით იბრძვის ძირითადი შემადგენლობისთვის.

მადრიდელთა "20"-იანმა პრე-სეზონიზე ექვსი მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, გასულ წელს კი იგი მთელი სეზონის განმავლობაში სულ სამჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. რაფა ბენიტესმა გუნდში ახალი ფორვარდი არ მოიყვანა, რადგან თვლის, რომ ხესე მასზე დაკისრებულ მოვალებას თავს მარტივად გაართმევს.

ახალგაზრდა ესპანელ ფორვარდს გაუმართლა იმაშიც, რომ კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და იგი ვერ მოახერხებს გუნდის დახმარებას ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში. სავსებით რეალურია, რომ ხიხონის "სპორტინგთან" დაპირისპირებაში შანსი მიეცეს ხესეს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 22 აგვისტო 2015
  • 1865
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)