ფლორენტინო პერესის სიტყვა კოვაჩიჩის პრეზენტაციაზე

ფლორენტინო პერესმა მატეო კოვაჩიჩის პრეზენტაცია სიტყვა წარმთქვა...


„ჩვენ გვყავს ბრწყინვალე გუნდი, რომელიც ფიქრობს აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი მიზნები ყოველთვის წარმატებისკენ არის მიმართული, სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობთ, საუკეთესო ფეხბურთელების შეძენას.“

„გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს გვთხოვენ, ჩვენ კი ვცდილობთ მათი ოცნებები ავახდინოთ.“

„მაქვს პატივი წარგიდგინოთ მატეო კოვაჩიჩი. ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი უდიდესი ტალანტის საფუძველზე, დიდი გამოცდილება მიიღო. კოვაჩიჩი ისტორიულ და ძალიან პრეტენზიულ კლუბში მოვიდა. ეჭვი არ მეპარება, ხორვატი ფეხბურთელი „ბლანკოსს“ გამოადგება.“

„ძვირფასო მატეო, შენ მოხვედი კლუბში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნებია. კლუბი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გახლავთ. გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასის მოგება 10-ჯერ შეძლო. მატეო, შენ პრივილეგირებულ მდგომარეობაშ აღმოჩნდი, რადგან „ბლანკოსის“ წევრი ხარ, მაგრამ ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა დაგეკისრა. შენ გჭირდება ერთგულება, ძალისხმევა და მსხვერპლის გაღება.“

„ხორვატიაში ფეხბურთი ძალიან უყვართ. შესაბამისად, ამ ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთი იზრდება. მატეო, შენ მადრიდის „რეალის“ მეხუთე ხორვატი ფეხბურთელი ხარ. ბედნიერი ვარ, რომ ლუკა მოდრიჩთან ერთად მოგიწევს ასპარეზობა. ვიმედოვნებ, მიხვალ იმ დონეზე, რა დონეზეც შენი თანამემამულეა და „მერენგებისთვის“ კიდევ უფრო საჭირო ფიგურა გახდები. კეთილი იყოს შენი ფეხი მადრიდის „რეალის“ დიდ ოჯახში.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2015
  • 2469
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)