რამოსი: "მანჩესტერი უკეთეს კონტრაქტს მთავაზობდა"

სამეფო კლუბის კაპიტანმა ჟურნალისტებთან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.


"გულწრფელად გიპასუხოთ? ეკონომიკური საკითხები რომ ყოფილიყო, არ დავრჩებოდი. ნებისმიერ სხვა კლუბში გაცილებით უფრო მეტს გამოვიმუშავებდი. ფულზე ლაპარაკი არ ყოფილა, საჭირო იყო პერსონალური და პროფესიული საკითხების ორგანიზება."

"არასოდეს ყოფილა საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. 2 წლის წინ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. რაც არ უნდა დაიწეროს პრესაში, ყველას აზრს პატივს ვცემ."

"ბევრი რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ კლუბის დატოვებას ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ იმ პრობლემებით ჩემი გაძლება სამეფო კლუბში წარმოუდგენლად რთული იყო. ჩემს პრობლემებზე ვისაც საჭიროა ვესაუბრე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აღნიშნული საკითხები ხელფასს არ ეხებოდა."

"ეკონომიკური საკითხები მე და პრეზიდენტმა დაახლოებით 5 წუთში მოვაგვარეთ. ამაზე ბევრი არც გვისაუბრია, მაგრამ იყო სხვა რაღაცებიც, რომლებზეც უნდა გვემსჯელა."

"გიმეორებთ, ფულზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან გამდიდრების სურვილი არასოდეს მამოძრავებდა. ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი ოჯახი და ბედნიერებაა. გუნდიდან წასვლას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ჭორებია. პრეზიდენტი ნებას თუ დამრთავს სამეფო კლუბში დავასრულებ კარიერას."

"ახლა კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავარ. უნდა ვუკაპიტნო მადრიდის რეალს. იმედი მაქვს ღირსეულად ვატარებ კაპიტნის სამკლაურს."

"სამეფო კლუბის გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, სწორედ მათ გამო არ ვაპირებ მადრიდის რეალის დატოვებას. მადრიდის რეალს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაფერი გავიღე თეთრი მაისურსათვის. ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ მომიწევს ბერნაბეუზე ასპარეზობა."

"კარგად მესმის, რომ ბლანკოსს ძალიან მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს, შესაბამისად მე როგორც კაპიტანი, პირობას ვდებ, რომ ბოლომდე დავიხარჯები მათი ბედნიერებისათვის." dle 10.1

  • Junior
  • 18 აგვისტო 2015
  • 4300
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)