ბენზემას ასისტენტადაც შეუძლია თამაში

კარიმ ბენზემა უნიკალური ფეხბურთელია, მას ისევე მაღალ დონეზე შეუძლია ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში, როგორც ასისტენტის როლში. იმ პოზიციაზე, სადაც რაული, იგუაინი და რონალდო თამაშობენ. ფრანგს უფლება ეძლევა ადგილი პიპიტას გაუცვალოს, რომელიც ასევე შესანიშნავად ასრულებს სუფთა სისხლის ფორვარდის ფუნქციებს... უკვე ნახევარი სეზონი მიილია და ბენზემა ჯერაც ვერ აჩვენებს სათანადო დონის ფეხბურთს, ეს მისი პოზიციურად არამდგრადობის გამო ხომ არ ხდება?! სწორედ აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ კარიმი და გონსალო ადგილებს შეიცვლიან–ახლა უკვე ბენზემა გადაინაცვლებს შეტევის მარჯვენა ფლანგზე და პიპიტა ცენტრალური თავდამსხმელი როლს მოირგებს. დიდი ალბათობაა, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლოს.


ფრანგი, ხაბი ალონსოს და გუტის წინ დადგება, (კაკას) გასწვრივ მარჯვენა ფლანგზე. ანუ ნახევარდაცვის ცენტრში ალონსო და გუტი განლაგდებიან, მათ წინ შემტევ ნახევარმცველად რიკი დადგება, ბრაზილიელის მარცხნივ კრიშტიანო რონალდო იდგება წინ წაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე, ხოლო თავდასხმის ხაზში გონსალო იგუაინი განლაგდება. სწორედ პიპიტას უკან აღმოჩნდება ბენზემა. კარიმს ამ პოზიციაზე თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, მას "ლიონში" მრავალჯერ უთამაშია ამ ადგილას და იმედია სამეფო კლუბშიც კარგად მოიკიდებს ფეხს ამ პოზიციაზე. როგორც თვითონ აცხადებს, მას პასებით მომარაგება უფრო კარგად ეხერხება, ვიდრე დამაგვირგვინებელ ფაზაში მოქმედება. თუ მის აზრს და პელეგრინის ხასიათს გავითვალისწინებთ, მაშინ სწორედ ასეთი შემტევი ხაზით ეთამაშება მადრიდის "რეალი"–"მალიორკას" 4–2–3–1.


ინფორმაციის წყარო: As.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 10 იანვარი 2010
  • 1705
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)