კასილასის ინტერვიუ

როგორც იცით FIFA-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მადრიდელთა კიპერი იკერ კასილასი აღიარა.


2010 წელი იკერ კასილასისათვის კარგად დაიწყო. "ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ"- განაცხადა კასილასმა Marca-სთან საუბარში. "დაცვა შესანიშნავად თამაშობს და ახალ მთავარია შეტევის ხაზმა ყველა მომენტი მაქსიმალურად გამოიყენოს. ჩვენ ყველა საშინაო მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ."

"ჩვენ ახალი შემადგენლობა გვყავს და დასაწყისში ძალიან გვიჭირდა ერთმანეთის გაგება, თუმცა ახლა ყველაფერი ნორმალურად მიდის."მადრიდის მეკარე ასევე გაამხილა თვისი სურვილი. "მე ძალიან მინდა მოვიგო ორივე ტიტული, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა."

კასილასის აზრით ყოველთვის, როდესაც გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან, "რეალი" წარმატებას აღწევს. "გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები და იმედია მათი დახმარებით სამეფო კლუბი ტიტულებს მოიგებს. როდესაც გუნდში პირველად მოვიდენ რაული და გუტი, გუნდმა დაიწყო ტიტულების მოგბა. დაახლოებით ათი წლის წინ კი, როდესაც მე, ბავშვი ვიდექი მადრიდის "რეალის" კარში, მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება. ახლა კი სეხიო რამოსის ჯერია."

იკერ კასილასმა ასევე შეაქო დაცვის ხაზი. "სამეფო კლუბს დიდი ხანია ასეთი დაცვა არ ჰყოლია. მე თავს დაცულად ვგრძნობ, როდესაც ისინი ჩემს წინ დგანან. ვიცი, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და თავდამსხმელს კარამდე მისვლის უფლებას არ მისცემენ."

რა თქმა უნდა კასილასს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის წიდება ეამაყება. "მე ნომინირებული ვიყავი მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის წოდებაზე და გავიმარჯვე, რამაც მე ძალიან გამახარა. ძალიან კარგია როდესაც ისეთ სიაში გწერენ, სადაც ოლივერ კანი, ბუფონი და სხვები წერიან."

იკერმა ასევე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მადრიდის "რეალი" "ლიონს" ხვდება. "ეს მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგანა ფრანგული კლუბი "ლიონი" ძალიან ძლიერი გუნდია. მათ ჰყავთ ინდივიდუალური ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი ინდივიდუალრი ოსტატობის ხარჯზე გუნდისთვის ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ."

მან ასევე სამეფო კლუბის წამყვან ფეხბურთელებზეც ისაუბრა. "კრიშტიანო რონალდო გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მას არ მოსწონს, როდესაც იგი აგებს. რონალდო ვარჯიშზე დამარცხების დროსაც კი ბრაზდება. ზუსტად ასეა რაულიც. იგი თავის თავზე არ ფიქრობს, როდესაც რაული თადარიგშია, ერთი წუთითაც ვერ ისვენებს, სულ ფეხზე დგას და როგორც მწვრთნელი, ისე აკვირდება გუნდის თამაშს."

კასილასმა ასევე გუნდთან ერთად ტიტულების მოგებაზე ილაპარაკა. "ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ასევე ძალიან მინდა ესპანეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე. თუმცა მე კარგად ვიცი, რომ ამის მისაღწევად საუკეთესო გუნდების და ნაკრებების დამარცება მოგვიწევს."

იკერ კასილასმა თავის კარიერის დარულებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. "მე კარიერის დასრულება სამეფო კლუბში მინდა. მე კლუბს მაშინ დავტოვებ, როდესაც ამას გულშემატკივარი გადაწყვეტს."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 9 იანვარი 2010
  • 1601
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)