კაზემირო, ლუკასი და ხესე - "რეალის" ახალგაზრდა „ოქროს სკამი“

შვიდი თამაში და ჩატარებული ოცი ვარჯიში რაფა ბენიტესისთვის წესით საკმაირის უნდა იყოს იმისთვის, რომ სასტარტო თერთმეტეული ჩამოაყალიბოს.


კასილია და ნავასი
კონკურენცია მიდის სასტარტო შემადგენლობის პირველი მეკარის პოზიციაზე. ერთმანეთს კეილორ ნავასი და კიკო კასილია ეჯიბრებიან. კოსტა რიკელმა კიპერმა გაცილებით უფრო მეტი წუთი გაატარა მინდორზე, ვიდრე "ესპანიოლიდან" ახლად გადმოსულმა კასილიამ. თუმცა დავიდ დე ხეას გადმობირების შემთხვევაში დიდი ალბათობით პირველი მეკარე სწორედ ესპანელი ახალგაზრდა გახდება.

დანილო და კარვახალი
უშეღავათო ბრძოლა მიდის მარჯვენა მცველის პოზიციაზეც. ბენიტესმა შანსი მისცა ორივე მათგანს. ბრაზილიელი მცველი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და მან საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო, რასაც ვერ ვიტყვით კარვახალზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელი უფრო პროდუქტიული იყო.

კაზემირო
ლუკა მოდრიჩთან და ტონი კროოსთან კონკურენცია ძალიან რთული ამოცანაა. ბენიტესმა ისინი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ მოთამაშეებად დაასახელა, მაგრამ პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ დუეტს ჩაანაცვლებს ტრავმების ან დისკვალიფიკაციის დროს, იქნება კაზემირო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა ამხანაგური შეხვედრები და თავისი შესაძლებლობები მწვრთნელს აჩვენა.

ლუკას ვასკესი
ეს უკანასკნელი ამხანაგურ მატჩებში ცდილობდა თავის გამოჩენას. იგი ფლანგზე თამაშობდა და ყოველთვის ორიენტირებული იყო შეტევების გამწვავებაზე. ხშირ შემთხვევაში მას ეს მშვენივრად გამოსდიოდა. ბენიტესმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

ხესე
მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, ნელ-ნელა შედის ფორმაში. ხესემ თავის გამოჩენაც მოახერხა და არაერთხელ შექმნა ხიფათი მეტოქის კართან.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 10 აგვისტო 2015
  • 2541
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)