ღირს პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება? პერესი ფიქრობს

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, კეპლერ პეპესთვის 3 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა მზად, მაგრამ ესპანელი პრეზიდენტი რამდენიმე გარემოებამ დააფიქრა...


ასაკი

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ასაკშია და ვეღარ თამაშობს იმ დონეზე, როგორც მადრიდისტები მიაჩვია. პეპე სერხიო რამოსთან ერთად დაცვის რგოლის უცვლელი წევრია, თუმცა „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

ფიზიკური კონდიციები

პორტუგალიელ ფეხბურთელს არაერთი მიუღია უმძიმესი ტრავმა, რის გამოც 6 თვე გაუცდენია, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა მოწოდების სიმაღლეზე დგომას და სასტარტოში დაბრუნებას, თუმცა შარშანდელმა და მიმდინარე პრე-სეზონმა დაგვანახა, რომ პეპეს ხშირად აქვს პრობლემები, რაც ბენიტესს ნამდვილად არ აწყობს.

მანჩესტერ „სიტი“

სამეფო კლუბს პეპესთან დაკავშირებით არაერთი წინადადება აქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე მეტს მანჩესტერ „სიტი“ აქტიურობს. მანუელ პელეგრინი „სამიანს“ დიდ პატივს სცემს და მზად არის, დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. პორტუგალიელის ასაკში ამხელა თანხის მიღება საკმაოდ სარფიანია.

და ბოლოს... რაფაელ ვარანი

ფრანგი უნიჭიერესი ფეხბურთელი უკვე წლებია ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის. ვარანმა უარით გაისტუმრა ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „სიტი“ და სხვა გუნდები. რაფას მიზანია „ბლანკოსის“ დაცვის რგოლში ადგილის დამკვიდრება. ვარანმა უკვე დიდი გამოცდილება მიიღო და მზად არის პეპე ღირსეულად ჩაანაცვლოს და სერხიო რამოსის მეწყვილე გახდეს.

სწორედ ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე ფლორენტინო პერესი საგონებელშია ჩავარდნილი. dle 10.1

  • Hala
  • 7 აგვისტო 2015
  • 3704
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)