კრიშტიანო რონალდოს ინტერვიუ

კრიშტიანო რონალდომ 2010 წელს პირველი ინტერვიუ მისცა პორტუგალიურ ჟურნალ "To Ball"-ის ჟურნალისტებს. რონის თქმით მან არ იცის რამდენად გახდება მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მადრიდში ბრწყინვალედ განვითარდება მისი კარიერა.


გჯერათ, რომ მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის თქვენც იქნებით?

ეს არავინ არ იცის. გახდე მსოფლიოში ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ეს ნიშნავს გქონდეს დიადი კარიერა, იყო შესანიშნავი მოთამაშე და ყოველთვის კარგ ფორმაში იყო. თუ ტრავმებმა არ შემიშალა ხელი და მადრიდში ისე წამივიდა საქმე, როგორც ახლა მიმდის, გამორიცხული არ არის მართლაც გავხდე საუკეთესო მსოფლიოში. "ბლანკოსში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ, აქ ყველაფერი მაქვს იმისათვის, რომ ვიყო ნამდვილი ფეხბურთელი. ყველაფერს მომდევნო 5 წელიწადი გვიჩვენებს, საიდანაც ნათლად გამოვიტანთ დასკვნებს, შეუძლია თუ არა კრიშტიანო რონალდოს გახდეს საუკეთესო. მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ორი ფეხბურთელია პელე და მარადონა, მე თუ მათ გვერდით დამაყენებენ ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება ქვეყანაზე.

ფიქრობთ, რომ ეს დრო საკმარისი იქნება ასეთი დიადი მიზნის მისაღწევად?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ–ეს არავინ არ იცის, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მე ყველაფერი მოვიგე მანჩესტერ "იუნაიტედში" და იგივეს გაკეთებას ვგეგმავ მადრიდის "რეალშიც", ამ გუნდში ყველაზე კარგი ატმოსფეროა. ამ მოსაზრებასაც ვერავინ დამიდასტურებს, რადგან მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია. ერთი იმის თქმა შემიძლია დაზსუტებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ამჟამინდელი კლუბის საკეთილდღეოდ. შეიძლება ბევრი თავხედური ამბიცია მაქვს, მაგრამ ფეხბურთელი თუ ამბიციური არ არის ის ვერაფერ ღირებულს ვერ მიაღწევს თავის კარიერაში...

უკვე 6 თვეა მადრიდის "რეალში" ასპარეზობთ. როგორ ფიქრობთ ადაპტაციის პერიოდი სრულად გაიარეთ?

სრულად ვერასდროს ვერ გაივლი ადაპტაციის პერიოდს, მაგრამ 90% გავლილი მაქვს, გუნდს შესანიშნავად მოვერგე. ესპანეთში რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე ინგლისში. აქ უფრო ტექნიკური და შეტევითი ფეხბურთია მოდაში, რაც მე ძალიან მომწონს. როდესაც კლუბი შევიცვალე ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, მაგრამ ვიცოდი, რომ მე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდში მივიდიოდი და ეს იყო ყველაზე დიდი ნუგეში. დღეს არ ვნანობ ეს ნაბიჯი, რომ გადავდი, პირიქით ძალიან სწორად მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ჩემს გულში ყოველთვის სათანადო ადგილს დაიკავებს. ადაპტირებაში ყველაზე კარგად ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლები დამეხმარა, მე მაშინ სრულად დავრწმუნდი საკუთარ ძალებში, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრის კრიტიკა მაინც ისმოდა ჩემს მიმართ.

მადრიდის "რეალისთვის" სარგებლიანი იქნება, თუ "ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობებიან?

არ მინდა ამაზე ვიფიქრო, მე ყოფილი მანჩესტერელი ვარ და გული ძალიან მეტკინება, თუ "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობებიან. რა თქმა უნდა სარგებლიანი იქნება ძლიერი გუნდის გამოვარდნა ამ ტურნირიდან, მაგრამ თავისი ხიბლი დაეკარგება ჩემპიონატს. ყველაზე ძალიან არ მინდოდა 1/8 ფინალში "იუნაიტედს" დავპირისპირებოდით, საბედნიეროდ ეს არც მოხდა, მაგრამ ახლა მე მადრიდისტა ვარ და მხოლოდ ამ კლუბის ინტერესები მამოძრავებს.

რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ მომავალ მსოლფლიო ჩემპიონატზე. ალბათ ძალიან გახარებული ხართ თქვენც, რომ გიწევთ ამ დიდებულ ტურნირზე მონაწილეობა...

რა თქმა უნდა, ეს დიდი გრძნობაა–ითამაშო მსოფლიო ჩემპიონატზე. ვიმედოვნებ პორტუგალიის ნაკრებისკენ გადმოიხრება იღბალი და უკეთესად ავთამაშდებით, ვიდრე ამას საკვალიფიკაცო ეტაპზე ვაკეთებდით. ძალიან გაგვიჭირდა შესარჩევი ეტაპის გადალახვა. ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, ძალიან რთულია განსაძღვრო თუ რომელი ნაკრები მოახერხებს გასვლას შემდგომ ეტაპზე, მაგრამ ყველა ბრაზილიას და პორტუგალიას მიიჩნევს ფავორიტად. საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შანსი ბევრ გუნდს აქვს, მაგრამ გამოვყოფ ესპანეთსა და ინგლისს, ჩემი აზრით ყველაზე მეტი შანსი სწორედ ამ ორ გუნდს აქვს. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება...

თუ პორტუგალიამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. როგორ ფიქრობთ ეს დაგეხმარებათ გახდეთ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

რა საკვირველია, მთავარი მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. სწორედ ამ ტურნირებზე კარგი თამაშიდან გამომდინარე ვლინდება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. კარგად მახსოვს 2006 წელი, მაშინ ნამდვილად შეგვეძლო გავმხადრიყავით ჩემპიონები, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან დავმარცხდით, ეს ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იყო. ამდენი გზა გავიარეთ და ბოლოში გასულებმა მთელი შრომა წყალში გადავყარეთ.


როგორ ფიქრობთ, პორტუგალია ახლა უფრო ძლიერია თუ ლუიშ ფელიპე სკოლარის დროს?

ამაზე საუბარი რთულია, ჯერ წინაა მსოფლიო ჩემპიონატი, სწორედ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ სწორ დასკვნებს. ახლა არ შემიძლია ამის თქმა, არ ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი ნაკრები. იმედი მაქვს უფრო მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს ვიდრე ადრე, ეს ძალიან კარგი იქნება... რთულია გაიკვალო გზა ამდენ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია...


ინფრომაციის წყარო: As.Com

ავტორი: Kevlisha


dle 10.1

  • kevlisha
  • 9 იანვარი 2010
  • 2927
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)