ბენიტესი:„ახალგაზრდებს შანსი მივეცი“

რაფაელ ბენიტესმა მიუნხენის „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


„გახარებული ვარ იმით, რომ ახალგაზრდებს შანსი მივეცი და მათ ბრწყინვალედ ითამაშეს, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით. „ბაიერნი“ კარგად ორგანიზებული გუნდია და შეტევებსაც კარგად ახორციელებს. რამდენიმე მომენტში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ნოიერის კარის აღება ვერ შევძელით.“

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ შესანიშნავი გუნდი მყავს, რომელსაც პროგრესის ჩვენება შეუძლია. მსურს, თითოეული ფეხბურთელი კარგ ფორმაში იყოს და მატჩში ჩართვის დროს უმაღლესი შედეგი აჩვენოს.“

„კრიშტიანოს და ბენზემას არყოფნა რა თქმა უნდა, დაგვეტყო, თუმცა მაინც ნორმალურად ვითამაშეთ. დაცვითი პოტენციალი გამოვავლინეთ და გარკვეულწილად ბალანსი შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.“

„პეპესთან დაკავშირებით გარისკვა არ მსურდა, სწორედ ამიტომ შევცვალე. პორტუგალიელი განსაკუთრებული არაფერი სჭირს, თუმდა დაკვირვება მაინც მოხდება. ვარანმა და ბეილმა დაისვენეს, დანილო კი მეორე ტაიმში ჩავრთე, ვინაიდან ფლანგის გაძლიერება გვჭირდებოდა.“

„უნდა შევინარჩუნოთ რიტმი, ინენსივობა და სეზონის სტარტს მაღალ დონეზე შევხდეთ, ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს გახლავთ.“

„ბეილს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მატჩის დროს ის ბევრს მოძრაობს და ხშირად იცვლის მანევრებს.“

„ხესე მეტისმეტად მონდომებულია, ესპანელ ახალგაზრდას სურს, რომ მაქსიმუმს მიაღწიოს.“

„კასილიამ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, გერმანელთა წინააღმდეგ კი შანსი კეილორ ნავასს მივეცი.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 აგვისტო 2015
  • 4659
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)