კაკა–რონალდოს წყვილი ბრუნდება

მადრიდს "რეალში" ტრავმების სექცია იხურება, გამოსაჯანმრთელებელ დარბაზში მხოლოდ პეპე და რუდ ვან ნისტელროიღა იმყოფებიან, ხოლო დანარჩენი ყველა ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა. რიკარდო კაკაც და კრიშტიანო რონალდოც სერიოზულად იყვნენ დაშავებულები და აი როგორც იქნა ერთად უბრუნდებიან ძირითად შემადგენლობას... სამეფო კლუბს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან ლასანა დიარა და სერხიო რამოსი, მაგრამ რიკისა და რონის წყვილის დაბრუნებამ ყველა დანაკლისი მეორეხარისხოვანი გახადა.


როდესაც პორტუგალიელმა ტრავმა მიიღო, მაშინ კაკა გახლდათ "თეთრების" ლიდერი, ხოლო კრიშტიანოს დაბრუნების შემდეგ რიკი დაშავდა და მას შემდეგ კრიშტიანოს დაეკისრა ლიდერის ფუნქციების შესრულება... ორივე მადრიდისტა ღირსეულად ხელმძღვანელობდა გუნდს, ხვალ საღამოს კი ეს ორივე ფეხბურთელი ერთიანი ძალებით შეუტევს "მალიორკას" დაცვის ზღუდეებს. ბრაზილიელს მაქსიმუმ 60–65 წუთის განმავლობაში შეუძლია შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ როგორც პელეგრინი აცადებს–"ეს საკმარისი იქნება კრიშტიანოსთვის და კაკასთვის, რომ საკუთარი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარონ."

ბავშვობაში რიკიმ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც დიდი ხნით მოუწია ფეხბურთიდან წასვლა... რამდენიმე ხნის შემდგომ იგი დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელებული არ გახლდათ, ამის მიუხედავად ახალგაზრდა ფეხბურთელი ისე იყო მოწყურებული თამაშს, რომ მაინც გავიდა მოედანზე და ხელმეორედ გაიმიზეზა ტრავმა... მას შემდეგ ორი წელი მოუწია დასვენება, ეს კი ნებისმიერი მოთამაშისთვის თავზარდამცემია. ასეთი რისკის გაწევას არც ბრაზილიელი დაანებებს საკუთარ თავს და არც პელეგრინი. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის...


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 9 იანვარი 2010
  • 2594
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)