"მადრიდის რეალის" 8–მიზანი 2010–წლისთვის

სრულიადში წარმოგიდგენთ მადრიდის რეალის 8–მიზანს 2010 წლისთვის.


1.ჩემპიონთა ლიგის მოგება–ეს არის ბლანკოსის მთავარი მიზანი ამ წელს,ფლორენტინო პერესმა დაბრუნებისთანავე განაცხადა რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება პრიორიტეტული კლუბისთვის.როდის იქნება კიდევ ასეთი შანსი?მე–10 ლიგის ტიტულის მოგება თან სად?სახლში! სანტიაგო ბერნაბეუზე.წარმოიდგინეთ ჩემპიონთა თასის აწევა 80 000 მადრიდელის წინაშე.ეს ყველა მადრიდისტას ოცნებაა.

2.ესპანეთის ჩემპიონატის მოგება–ეს კლუბის მეორე მიზანია,მადრიდის რეალმა ლა ლიგა 31–ჯერ მოიგო,ბოლოს 2007–2008 წლების სეზონში,როდესაც მადრიდელებმა დააჩოქეს თავისი მოსისხლე მტერი ბარსელონა,ალბათ ყველას გახსოვთ ის განთქმული კორიდორი.

3.ფრანსესკ ფაბრეგასის ყიდვა–როგორც ჩანს პერესი არ ხუმრობს და მას მართლაც სურს სესკის ყიდვა,ამით ის მიაყენებს ბარსას მორალურ ზიანს,რადგან ფაბრეგასი ბარსას აღზრდილია,მისი მიზანია ცხვირწინ ააცალოს ბარსას ეს ტრანსფერი და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას რომ "დონ ფლორენტინოს" შეუძლია ნებისმიერი ტრანსფერის განხორციელება.

4.ფრენკ რიბერის ყიდვა–ბევრი გამოცემა ამტკიცებს რომ რიბერი ერთი ფეხით უკვე რეალშია,მაგრამ გერმანელებს არ სურთ მისი გაყიდვა,თუმცა ამ საკითხს მოაგვარებს თავად მიხვდით ვინ?რათქმაუნდა "ზიზუ" ზინედინ ზიდანი.ეს ტრანსფერი მთლიანად მის ხელშია.ვნახოთ რა იქნება შემდეგ ზაფხულს.

5.იკერ კასილასის შემცვლელი–შემდეგ ზაფხულს გუნდს დატოვებს იეჟი დუდეკი,მესამე მეკარე ანტონიო ადანი ალბათ განათხოვრდება.ამიტომ კლუბის კიდევ ერთი მიზანია მოუნახოს კასოს შემცვლელი.ვინ იქნება ის?ამას ზაფხულში გავიგებთ.

6.კასტილიას გადმოყვანა ესპანეთის მეორე დივიზიონში ანუ სეგუნდაში–მადრიდის რეალის მეორე გუნდი ამჯერად ეპანეთის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.პერესის მიზანია რომ კასტილია გადავიდეს მეორე დივიზიონში,რადგან ეს აღზრდილებს მოტივაციას შემატებს და მათ შესაძლოა შანსი მიეცემათ პირველ გუნდშიც.

7.რეალის აღზრდილის თამაში პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში–გულშემატკივრებს ძალიან სურთ,რომ მადრიდის რეალში გამოჩნდეს ერთი ისეთი კასტილიელი ფეხბურთელი,რომელიც დაიმკვიდრებს ადგილს პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში.ამჯერად რეალის აღზრდილებიდან გუნდის შეუცვლელი ფიგურა არის მხოლოდ იკერ კასილასი,იქნებ ამ წელს გამოჩნდეს ერთი ტალანტის მქონე კასტილიელი,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

8.ელ–კლასიკოს მოგება–რევანშის დროა,სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალმა უნდა შეკრიბოს მთელი თავისი ძალა და დაამრაცხოს მოსისხლე მტერი ბარსელონა,დაამარცხოს ისე როგორც 2008–წელს როცა თეთრებმა მეტოქე გაანადგურეს ანგარიშით 4–1.

მაშასადამე ეს არის "მადრიდის რეალის 8–მიზანი 2010–წლისთვის,იმედია რომ ეს მიზნები ახდება,განსაკუთრებით კი პირველი მიზანი,სულ სხვა გემო ექნება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას ჩვენს სახლში.სახლს ჩვენ ვუძახით ულამაზეს სტადიონს სანტიაგო ბერნაბეუს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)