ბენიტესი: "ბეილი "რეალში" ბედნიერია"

მადრიდის "რეალი" ხვალ ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის თავკაცმა, რაფა ბენიტესმა პრეს-კონფერენცია გამართა.


"სამწუხაროდ კრიშტიანო რონალდო და კარიმ ბენზემა დაგვაკლდებიან. არ გავრისკეთ, რადგან ჯამრთელობა უმნიშვნელოვანესია და დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. ამხანაგურ მატჩებში უმჯობესია გართულებები თავიდან ავირიდოთ, რადგან წინ დიდი და დაძაბული სეზონი გველის."

"სამეფო კლუბმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები და ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე მივიღეთ უმაღლესი კლასის გუნდი. ახლა უბრალოდ ურთიერთ შეთამაშება და სასურველი კონდიციების აკრეფაა საჭირო. მინდა გამოვარჩიო გარეთ ბეილი, რომელთანაც ხშირად ვსაუბრობ და მინდა განვაცხადო, რომ იგი "ბლანკოსში" ბედნიერია. რაც შეეხება სატრანსფერო მოლაპარაკებებს, უმჯობესი იქნება თავი შევიკავო კომენტარის გაკეთებისგან."

"ჩემმა ფეხბურთელებმა დამაკმაყოფილებელი შთაბეჭდილება დატოვეს. მოდით ჩინეთის ადა ავსტრალიის ტურს პირველი ეტაპი დავარქვათ, აუდის თასი კი მეორე საფეხური იქნება. დარწმუნებული ვარ გერმანიაში უფრო კარგად ვიასპარეზებთ. თითოეული ჩემპიონატი ჩვენთვის უმთავრესია და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ."

"რაც შეეხება დავიდ დე ხეას, როგორც აღვნიშნე სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. მე გუნდში მყავს სამი უმაღლესი დონის მოთამაშე და ვფიქრობ ეს საკმარისია."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 3 აგვისტო 2015
  • 2951
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)