პეპე ახალი კონტრაქტის მოლოდინშია

რაფაელ ვარანთან და სერხიო რამოსთან კონტრაქტების გახანგრძლივების შემდეგ, ახალ ხელშეკრულებას ელოდება კეპლერ პეპეც.


ყველაზე მძიმე მომენტებში პეპე მადრიდის "რეალის" დაცვას ცდილობდა. იგი სამეფო კლუბისთვის ნამდვილად წამყვანი მოთამაშეა და მას "ბლანკოსისთვის" ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბოლო წლებში პორტუგალიელი ფეხბურთელი განსაკუთრებით შეიყვარა მადრიდელმა გულშემატკივერმა.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ პეპემ თავისი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "მერენგებს" შესწირა და ეს კლუბის დიდი სიყვარულის ხარჯზე მოხდა, რადგან მას არაერთხელ ჰქონდა სერიოზული შემოთავაზება სხვა გრანდებიდან, თუმცა პეპე ყველას უარით ისტუმრებდა.

2020 წლამდე სამეფო კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებთ უკვე სერხიო რამოსსა და რაფაელ ვარანს. რაც შეეხება კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, ნაჩო ფერნანდესს, იგი მადრიდულ გრანდში 2021 წლამდე დარჩება. პეპე "თეთრების" რიგებში 2007 წლიდან ასპარეზობს და ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებას ელოდება, თუმცა ეს საკითხი დირექციას ჯერ არ გადაუწყვეტია.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 2 აგვისტო 2015
  • 1837
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)