ისკომ ბენიტესის დიდება დაიმსახურა

ისკო ბენიტესის ყურადღების ცენტრში მოექცა.


მადრიდის "რეალის" ესპანელმა ტალანტმა, გუნდის ახალ თავკაცს თავისი მრავალფუნქციურობა უკვე დაუმტკიცა. ისკო ხშირად ეხმარება თანაგუნდელებს მეტოქის იერიშების მოგერიებაში, იგი აგრეთვე დიდებულად თამაშობს შეტევაში, ქმნის სახიფათო მომენტებს მოწინააღმდეგის კართან, აკეთებს საგოლე გადაცემებს და ასევე თავად ახერხებს ბურთების გატანას.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ანჩელოტის დამრიგებლობით ისკო გუნდში მეთორმეტე მოთამაშე იყო. იგი შეცვლაზე შემოდიოდა და ცდილობდა მადრიდის "რეალიში" ადგილი დაემკვიდრებინა. გასულ სეზონში მან ეს მოახერხა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა, თუმცა ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ხამეს როდრიგესის ტრავმამ.

ახლა ბენიტესის ხელმძღვანლობით მას აქვს რეალური შანსი, სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს. რაფამ თავის ახალგაზრდა შეგირდს სრული ნდობა გამოუცხადა. ჩინეთში და ავსტრალიაში ისკომ დაამტკიცა, რომ იგი იმსახურებს პატივისცემას და სრულ სათამაშო დროს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 2 აგვისტო 2015
  • 2856
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)