"რეალის" მომავალი ისტორიის შემოქმედი

დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ კრიშტიანო რონალდოზე, როგორც ადამიანზე, როგორც ფეხბურთელზე... მის აბიციურობაზე, თუ საფეხბურთო ტალანტზე. ამ ყველაფრიდან გამოგვაქვს ერთი დასკვნა–რონალდო მადრიდის "რეალის" მომავალი ისტორიის ერთ–ერთი შემოქმედია. ამ უნიჭიერეს ადამიანს ძალიან დიდი ხანი არავინ დაივიწყებს, მისი სახელი ისეთივე საყვარელი იქნება "თეთრების" გულშემატკივრისთვის, როგორიც რაულის, რონალდოს, ზიდანის... მადრიდელი ფანების მთავარი ამბიცია და მომავლის იმედი სწორედ პორტუგალიელ ვუნდერკინდს ემიჯნება.


სწორედ ასეთ მხიარულ ნოტაზე ესაუბრნენ ჟურნალისტები კრიშტიანო რონალდოს...

რის გაკეთებას გეგმავთ მომავალ 5 წელიწადში?

"ჩემი ოცნებაა მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ–ერთს მე წარმოვადგენდე. ძალიან მინდა მადრიდელ გულშემატკივარს თავი შევაყვარო, მათი იმედები გავამრთლო და პირად ცხოვრებსაც მივხედო. მომავალ 5 წელიწადში უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მონდომება არ კმარა, ერთ–ერთი უმთავრესი იღბალია... თუ ტრავმებმა არ შემიშალა ხელი, ყველაფერი რიგზე იქნება. ჩემი უდიდესი სურვილია 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე."

თქვენი აზრით ლოგიკური იყო "ფიფას" არჩევანი–მესის რომ გადასცეს ოქროს ბურთი და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული?


"რა თქმა უნდა, ლეო მესიმ ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა "ბარსელონასთან" ერთად და მათ გამარჯვებებში ლომის წვლილი დაიდო. ის ყველასგან გამოირჩევა და ღირსეულად დაეუფლა 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. იმედი მაქვს მეც მომეცემა შანსი კიდევ ერთხელ გავხდე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ამის დიდებული შესაძლებლობა მაქვს, მე ხომ ყველა დროის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ..."

მადრიდში გსურთ კარიერის დასრულება?

"დიახ, მე ამ კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს დიდებული ქალაქია, ულამაზესი ადგილებით, თბილი მოსახლეობითა და უდიდესი საფეხბურთო ტრადიციებით. აქ ყველაფერია, რომ იყო სრულიად ბედნიერი. ეს ჩემი კარიერის პიკია და სწორედ ასეთ მაღალ ნოტაზევე მსურს დავასრულო–აქ, მადრიდში. მე ყველაფერი მოვიგე მანჩესტერ "იუნაიდში" ახლა კი იგივეს გაკეთებას ვგეგმავ სამეფო კლუბში. ჩემი მომავალი მხოლოდ ესპანურ ფეხბურთს და მადრიდს უკავშირდება..."


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 8 იანვარი 2010
  • 2649
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)