ბენიტესი:„ფანებს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავიღებთ“

რაფაელ ბენიტესმა „მილანთან“ მომქანცველი მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


„ჩინური ტური „მილანთან“ დაპირისპირებით დასრულდა. ჩვენ რამდენიმე დღეა „როსონერისთან“ საბრძოლველად ვემზადებოდით, სინიშას ფეხბურთელები კი ერთ კვირაა აქ არიან.“

„შესანიშნავი პრე-სეზონი გვაქვს და კარგ შედეგებს ვაჩვენებთ, მხოლოდ პოზიტივი შემიძლია გამოვხატო და იმედით ავივსო.“

„როგორც კეილორ ნავასმა, ასევე კიკო კასილიამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ნამდვილად ვერ დავასახელებ, თუ ვინ იქნება პირველი მეკარე, ვინაიდან შესანიშნავი კარის დარაჯები მყავს, სეზონი ყველაფერს გვაჩვენებს.“

„კოლექტივთან მუშაობა ძალიანდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელების გაწვრთნა მიწევს. ვინმეს მოსვლა? დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა ეს შემადგენლობა საკმაოდ კონკურენტუნარიანია.“

„გუნდი საკმაოდ დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, ამიტომ კმაყოფილი ვარ. შეკრების შემდეგ 2 კვირა გავიდა, ახლანდელი გადმოსახედიდან კი მინდა ვთქვა, რომ უკეთესს ვერაფერს ვისურვებდი, ფეხბურთელები ბოლომდე მომყვებიან.“

„სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ჩემი ფეხბურთელები მთელ სეზონის განმავლობაში იგივე მოტივაციით ივარჯშებენ, როგორც ახლა ემზადებიან. ახლა ყველა ცდილობს დამიმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, ანალოგიური სიტუაცია იქნება მთელი წლის მანძილზე.“

„გარეთ ბეილი 2-3 კაცის ყურადღებას მუდმივად იპყრობს, ის შეტევაში ძალიან პროდუქტიულია და სხვა ფეხბურთელებს ხშირად აძლევს თავისუფლების საშუალებას.“

„ფანებს უდიდეს მადლობას ვუხდი და ვპირდები, რომ მთელი სეზონის მანძილზე ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 ივლისი 2015
  • 3394
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)