რამოსი იმაზე ნაკლებს მიიღებს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" სთავაზობდა

სერხიო რამოსმა "მადრიდის რეალთან" მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე გაახანგრძლივა.


სერხიო რამოსმა მიიღო ის, რაც მას სურდა: კლუბმა მასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რაც მას აძლევს საშუალებას კარიერა "მადრიდის რეალში" დაასრულოს. ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სევილიელს სურდა თავისი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის უფრო ნაკლებს მიიღებს, ვიდრე მას "მანჩესტერ იუნაიტედი" სთავაზობდა.

სერხიო რამოსს "მანჩესტერ იუნაიტედი" გასამრჯელოს სახით წლიურად 12 მლნ. ევროს სთავაზობდა, რის შესახებაც რამოსმა "თეთრებსაც" შეატყობინა, რაზეც კლუბისგან მიიღო პასუხი, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ მისთვის ამ თანხის გადახდა. პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში ჩათვალეს, რომ ფეხბურთელს ხელფასის მომატება სურდა. ზოგიერთმა კლუბთან დაახლოებულმა პირმა მედიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამოსი კლუბისგან 10 მლნ. ევროს ითხოვდა. ამის შემდეგ წამოვიდა მუდმივი თავდასხმები რამოსსა და მის ოჯახზე, რამაც ფეხბურთელი გააღიზიანა და კლუბს მოსთხოვა, რომ მის შესახებ შემოსული წინადადებები განეხილათ.

"მადრიდის რეალი" ყოველთვის მტკიცე უარს აცხადებდა სერხიო რამოსის გაყიდვაზე, თავდაპირველად ფეხბურთელი 100 მლნ. ევროდ შეაფასეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხოსე ანხელ სანჩესთან მოხდა პირისპირ შეხვედრა, რამოსს აცნობეს, რომ ის ვერსად ვერ გადავიდოდა და კლუბი მას არანაირ თანხად არ გაყიდდა. სერხიომ პაუზა აიღო და დაელოდა ფლორენტინო პერესთან შეხვედრას. პრეზიდენტი "თეთრების" კაპიტანს ჩინეთში შეხვდა. მან ნათლად და გასაგებად აუხსნა ყველაფერი კაპიტანს, შეპირდა, რომ უფრო მეტი დაფასება ექნებოდა კლუბის მხრიდან და რა თქმა უნდა, გაუუმჯობესა ხელფასიც, რომლებიც ბევრად ჩამორჩება იმ პირობას, რასაც ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედი" სთავაზობდა.

წყარო: MARCA.com dle 10.1

  • shvela
  • 30 ივლისი 2015
  • 10723
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)