რაულ ალბიოლი: ჩვენი დიდი სურვილია გავხდეთ ჩემპიონები

რაულ ალბიოლმა ამ სეზონში მხოლოდ 130 წუთი გამოტოვა ძირითად შემადგენლობაში, ისიც ტრავმის გამო. პირველივე დღიდან რაული შეეჩვია იმ გუნდს ,რომელშიც თამაში მას არ სურდა ზაფხულში. ალბათ ყველას ახსოვს მისი დიდი სურვილი "ვალენსიაში" დარჩენა იყო.


თუმცა მას ყოველთვის ჰქონდა იმის შესაძლებლობა, გადაელახა სირთულეები. ამის ერთ-ერთი მაგალითია რამოდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ალბიოლი ავარიაში მოყვა და ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ იგი კვლავ დაუბრუნდებოდა დიდ ფეხბურთს, მაგრამ რაული დაუბრუნდა ფეხბურთს და ეს დაბრუნება საკმაოდ წარმატებული გამოდგა, იგი ჯერ "ხეტაფეს" საუკეთესო მცველი გახდა, შემდეგ "ვალენსიაში" მოიპოვა პოპულარობა და ესპანეთის ნაკრების წევრიც გახდა. ამჟამად კი იგი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია!


რატომ გეძახიან თქვენ el chori? (სიტყვა "chorizo"-დან გამომდინარე, რაც ძეხვს ნიშნავს)
ეს ზედმეტსახელი მე ვალენსიაში შემარქვეს, იმედი მაქვს ამას სიყვარულით მეძახდნენ. აიალა და ბარახა მეუბნებოდნენ, რომ მე ღორის ძეხვივით გრძელი ვარ.

მადრიდშიც ესე გეძახიან?
დიახ. ამაში დიდი წვლილი კასილასს მიუღვის და კიდევ ერთ-ორ ფეხბურთელს. მე თუ ამას სიყვარულით და მოფერებით მეძახიან, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, რადგან ფეხბურთში ბევრს აქვს მეტსახელი.

თქვენ დაიბადეთ სოფელ ვილიამარჩანტეში, როგორი იყო იქ თქვენი ცხოვრება?
როდესაც მე პატარა ვიყავი, ცხოვრება იყო ტიპიური სოფლური. სკოლის შემდეგ მე მეგობრებთან ერთად მივდიოდი ფეხბურთის სათამაშოდ. სხვათაშორის ვალენსიას "კანტერაში" თამაშის დროსაც მე იქ ვცხოვრობდი.

გენატრებათ იქაურობა?
აი ზუსტად ის ბიჭები და ის მოედანი მენატრება, სადაც ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობდით. სასაცილოდ მახსენდება ის მომენტი, როდესაც თამაშის შემდეგ სახლში ჭუჭყიანი ვბრუნდებოდი და დედა ამის გამო ხშირად მეჩხუბებოდა.

მამათქვენი თამაშობდა ფეხბურთს?
დიახ. იგი თამაშობდა "ვალენსიას" დუბლებში. მამაჩემი ნახევარმცველი იყო, თუმცა იმ დროს მას უნდა ემუშავა რათა ოჯახი ერჩინა, იგი 20 წლის განმავლობაში ლატარიის ბილეთებს ყიდიდა.

თქვენ მშობლების მეშვეობით გახდით ფეხბურთელი?
დიახ, მე მხოლოდ მათი მეშვეობით გახლავართ ის, ვინც ვარ. მათ მე აღმზარდეს და შემაყვარეს ფეხბურთი. მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ, მძიმე მომენტებში. ავტო ავარიის შემდეგ, როცა მე ყველაზე მეტად მიჭირდა, ისინი გვერდიდან არ მომშორებიან.

ამან თქვენი ცხოვრება შეცვალა?
ესეთი რამ შეუძლებელია, დაივიწყო. დრო გადის, თუმცა მოგონებები რჩება. ისღა დამრჩენია ღმერთს მადლობა გადაუხადო, რომ მეორე შანსი მომცა.

თქვენ გახსოვთ როგორ მოხდა ყველაფერი?
ცოტაოდენი რამ მახსოვს, როდესაც მანქანამ მიმართულება დაკარგა მე გრძნობა დავკარგე. რამოდენიმე წამით გავახილე თვალები მხოლოდ ვერტმფრენში.

რა იფიქრეთ, როცა საავადმყოფოში გაგეღვიძათ?
მე მხოლოდ 4-5 დღის მერე მოვედი გონზე. პირველი ათი წუთი ჩემთვის კოშმარი იყო. შენ ხედავ, ბინტებს შენს სხეულზე და არ იცი რა მოხდა, ამ დროს ყველაზე ცუდზე ფიქრობ.

ფიქრობდით იმაზე, რომ ფეხბურთს ვეღარ დაუბრუნდებოდით?
იმ მომენტში მე ისაც არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა სიარულს.

მართალია, რომ თქვენ ძალიან მორიდებული ხართ?
თავიდან, როცა უცხო გარემოში ვხვდები კი. შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

თქვენ "რეალის" გასახდელში თავაწეული შეხვედით?
შეიძლება ითქვას უფრო კარგად, პატივისცემით.

და რა აღმოაჩინეთ იქ?
მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ კოლექტივი ასეთი კარგი იქნებოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რომ ჩვენი ერთი ოჯახი ვართ. ეს ერთ-ერთი მთავარი მომენტია.

187 სანტიმეტრთან შედარებით, თქვენ ძალიან სწრაფი ხართ. ამაზე თქვენ ბევრს მუშაობდით?
მე ყველას ვეუბნები, რომ ყველაზე სწრაფი არ ვარ. გრძელი ფეხები და დიდი ნაბიჯი მეხმარება ამაში. მე ვმუშაობდი უფრო კოორდინირებაზე. ბავშვობაში მე არც თუ ისე მაღალი ვიყავი, თუმცა 14 წლის ასაკში საგრძნობლად მოვიმატე.

ვის აკვირდებოდით როდესაც იყავით პატარა?
მე ყოველთვის მომწონდა ფეხბურთი, პატარაობისას მე მერჩივნა დავრჩენილიყავი სახლში და მეყურებინა ფეხბურთისთვის, ვიდრე სასეირნოდ გავსულიყავი სადმე. მე ძალიან მომწონდა ფერნანდო იერო, იგი ძალიან ძლიერი იყო, კარგად იწყებდა შეტევებს და გოლებიც გაჰქონდა.

თქვენ ახლაც ხშირად უყურებთ ფეხბურთს?
დიახ. ხშირად ვადევნებ თვალს სხვადასხვა მატჩებს, მე ვსწავლობ, თავდამსხმელების მოქმედებებს.

საჭიროა თუ არა, რომ ცენტრალური მცველი იყოს უხეში იმისთვის,რომ მას პატივს სცემდნენ?
არაა საჭირო, ფეხებში ურტყავდე, იღებდე ყვითელ და წითელ ბარათს, საჭიროა თავდაჯერებულობა. უხეშად რა თქმა უნდა საჭიროა ორთაბრძოლაში შესვლა, რათა თავდამსხმელმა იცოდეს, რომ მას შენთან შანსები არ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.

ამ სეზონში თქვენ მხოლოდ 130 წუთი არ ითამაშეთ, საიდან ამდენი ძალები?
ალბათ იქიდან, რომ მე ბავშვობაში ცხენის ხორცს ვჭამდი(იცინის). ჩემს სოფელში ყველა ჭამდა და იძახდნენ, რომ იგი ძალიან სასარგებლოა.

მართლა?
სრული სერიოზულობით გეუბნებით. თუმცა ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, მე სერიოზული ტრამვები არ მაქვს, ამიტომაც ხდება ასე.

არ გეშინიათ, რომ თქვენ ის მოგივიდეთ რაც სერხიო რამოსს?
არ ვიცი, შეიძლება როცა ასაკში შევალ მაშინ მოხდეს ეს. მე ვთვლი, რომ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ისე, რომ ტკივილი გადალახოს და აიტანოს. მე დიდი სურვილი მაქვს, ვითამაშო კარგად. ეს ჩემი პირველი სეზონია ახალ კლუბში და მე ბევრის დამტკიცება მომიწევს. ძნელია ყველა თამაშის ერთ დონეზე ჩატარება, მაგრამ ფეხბურთელი ამას უნდა შეეჩვიოს.

"რეალი" "ბარსაზე" უკეთ თამაშობს?
მე ჩემი გუნდი უფრო მომწონს. ჩვენ ბოლო თვეებში საგრძნობლად მოუმატეთ. ისინი ჩვენ წინ არიან, თუმცა ჩვენ ვხედავთ ჩვენში ძალას, რომელიც დაამარცხებს მათ. ეს ლამაზი დაპირისპირება იქნება, თანაც მას შემდეგ, რაც მათ გააკეთეს შარშან. ჩვენ ძალიან გვინდა გავხდეთ ჩემპიონები.

ბოლო ტურში "ბარსამ" და "სევილიამ" დაკარგეს ქულები, ასევე თქვენც ვერ მოახერხეთ გამარჯვების მოპოვება, ასე იმოქმედა საახალწლო პაუზამ?
ალბათ კი. "ოსასუნათან" ჩვენ საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მატჩში დადებითი მომენტებიც იყო.

ლიდერობა არ იყო საკმარისი მოტივაცია?
რა თქმა უნდა იყო. ჩვენ მოტივირებული გამოვედით მოედანზე და ვიცოდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრიმერას სათავეში ჩაუდგებოდით, თუმცა "ოსასუნა" ძალიან მონდომებული იყო. მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ფრე სამართლიანი შედეგი იყო, თუმცა ჩვენ შეგვეძლო მოგება, გონსალოს კარგი მომენტი ჰქონდა.

"რეალის" დაცვის თამაშით ბევრია აღფრთოვანებული, როგორ მოხერხდა ასეთ მოკლე დროში, ასეთი საიმედო დაცვის ხაზის ჩამოყალიბება?
ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ჩვენ კარგი პრესინგი გვაქვს შეტევაში, დიდ სამუშაოს ასრულებენ ნახევარმცველები, აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელი მონაწილეობს ამ ყველაფერში. მნიშვნელოვანია, რომ გოლები არ გაუშვათ. თუ გუნდს საიმედო დაცვა ჰყავს, ჩათვალეთ რომ საქმე გაკეთებულია, რადგან ჩვენ ისეთი თავდასხმა გვყავს რომ ისინი გოლს აუცილებლად შეაგდებენ.

პელეგრინი ითხოვს, რომ დაცვის ხაზი მოშორებული იყოს კარისგან, მაგრამ არ არის საშიში ესეთი სივრცის დატოვება ზურგს უკან?
არც თუ ისე, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელებიც ხომ კარიდან მოშორებულები არიან, ეს კი აუცილებელია, მითუმეტეს თუ ისინი ძლიერები და სწრაფები არიან. პელეგრინს სურს, რომ ჩვენ ჩვენი კარისგან რაც შეიძლება შორს ვთამაშობდეთ თავიდანვე, სადამდეც ამის საშუალება იქნება.

რა შეიძლება კიდევ გაუმჯობესდეს თქვენ თამაშში?
ბევრი რამ. ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ კონცენტრაცია 90 წუთის განმავლობაში, რათა მატჩებში არ იყოს ჩავარდნები.

პეპე ძალიან დაგაკლდებათ?
ყველა მცველს გააჩნია დადებითი მხარე. პეპე სწრაფი და ძლიერია, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში. ჩვენ მარტო ის დაგვრჩენია შევასრულოთ მისი სამუშაო. მისი შეცვლა ძნელი იქნება.

კლუბმა განაცხადა, რომ არ აპირებს არავის ყიდვას. თქვენ ამის გჯერათ?
თუ ესე განაცხადეს, ესეიგი ასეა. ხელმძღვანელობას სჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში ირიცხებიან, ეს ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

ეს სარისკო არ არის?
ცხოვრებაში თუ არ გარისკე, ვერაფერს მიაღწევ. პეპე ჩვენთვის დიდი დანაკარგია, თუმცა გუნდში სხვა კარგი მცველებიც არიან, ასევე ისეთი უნივერსალური ფეხბურთელები როგორებიც არიან სერხიო რამოსი, ლასი და მარსელო.

პორტუგალიელის ადგილი გარაიმ დაიკავა, თქვენი თამაში შეიცვალა არგენტინელის სასტარტოში მოხვედრის გამო?
სხვათაშორის, მე თამაში დავიწყე მარჯვენა ფლანგზე და ვცდილობ რაც შეიძლება მალე შევეუგო ამას. გავიგო მისი ძლიერი მხარეები, რათა გამოვიყენო.


ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru
dle 10.1

  • raul777
  • 8 იანვარი 2010
  • 1400
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)