პეპე: "მადრიდული ცხოვრების ყოველი დღე მაბედნიერებს"

მადრიდის "რეალის" ცენტრალუმა მცველმა, პეპემ პრეს-კონფერენცია გამართა.


"მომდევნო მატჩს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან გავმართავთ. დაპირისპირება საინტერესო იქნება და იმედია გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს. ფანების გახარებაზე ვართ ორიენტირებულნი."

"აქ ყოფნა სასიამოვნოა. ხალხის დიდ სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობთ, რაც უზომოდ გვახარებს. საბედნიეროდ ყველაფერი ჩვენი გეგმების მიხედვით მიმდინარეობს და ეს არის მთავარი."

"ყველა მწვრთნელს აქვს თვისებური მიდგომა თავისი მოთამაშეების და საქმის მიმართ. ბენიტესიც თავისმხრივ გამოირჩევა უნიკალური უნარ-ჩვევებით. ვცდილობთ მის მიერ მოცემული დავალებები მაქსიმალურად სწრაფად შევითვისოთ და შევასრულოთ. რაფა გუნდს არ ზოგავს და მთელი დატვირთვით ავარჯიშებს, სწორედ ამის შედეგად შევძელით მანჩესტერ "სიტის" დამარცხება."

"მადრიდის "რეალში" თამაში და ვარჯიში უზომოდ მაბედნიერებს. აქაური ცხოვრების ყოველი დღე ჩემთვის სიხარულის მომტანია. ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტი და ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერ არაფერი ვიცი. ჩემთვის მთავარია ვაკეთო ის საქმე რაც მევალება."

"ყოველდღიური ვარჯიში და მობილიზება გუნდში უკვე ცხოვრების წესად არის ქცეული. რაფა ბენიტესი ხშირად გვესაუბრება და ცდილობს შეიტყოს რაც შეიძლება მეტი ჩვენს შესახებ. რაც შეეხება სერხიო რამოსს, ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი ჩვენი კაპიტანია და დარწმუნებული ვარ გუნდს კარგად გაუძღვება."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 27 ივლისი 2015
  • 3888
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)