რაფა ბენიტესი:„კასილიასი მადრიდისტების გულია“

რაფაელ ბენიტესმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუს მისცა...


იკერ კასილიასმა მადრიდის „რეალი“ დატოვა...

კასილიასი კლუბის ისტორიის საუკეთესო მეკარე და ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც სამუდამოდ დარჩება მადრიდისტების გულებში. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მაგრამ წასვლა არჩია, მის გადაწყვეტილებას კი ყველამ პატივი უნდა სცეს. მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი აღფრთოვანება და აღტაცება, რომელიც მის მიმართ მაქვს. ვფიქრობ, ის ყოველთვის ემახსოვრებათ მადრიდისტებს. წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში.

კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეუერთდა, ისაუბრეთ?

თავისთავად. ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ და საკუთარი მოსაზრებები გავაცანით, კრიშტიანო გენიალური ფეხბურთელია, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.

სამეფო კლუბი ავსტრალიას პირველად ეწვია, კმაყოფილი ხართ პირობებით?

დიახ, აქ ნამდვილად ყველაფერია იმისათვის, რომ სრულფასოვანი პრე-სეზონი გვქონდეს, გუნდი ინტენსიურად ემზადება. აქ კარგი გარემო და კლიმატია. მოკლედ, რომ ვთქვათ პირობებზე საუბარი ზედმეტადაც კი მიმაჩნია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე დგას.

ამ დღეებში თითოეულ ფეხბურთელს ბოლომდე ტვირთავთ?

ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ სასურველ კონდიციაში შესვლას, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშუალება მომეცა, საკუთარ შეგირდებს ხედვები გავაცნო და კომპლექსური სამუშაოები ჩავატარო.

სეზონის წინ რა მიზნები გაქვთ?

ჩვენ გვსურს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და მადრიდის „რეალი“ კვლავაც ქუხდეს, სხვა მიზანი ნამდვილად ვერ იარსებებს.

პრე-სეზონის დასასრულს როგორ გუნდს ელოდებით?

კოლექტივს, რომელიც მოიგებს ყველა თამაშს, ითამაშებს დინამიურ და აგრესიულ ფეხბურთს, გაიტანს უამრავ გოლს და შეძლებს ოქროს მედლების მოპოვებას. ჩვენ გვსურს ისეთი გუნდის შენება, რომელიც იქნება ინტენსიური და სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარული. dle 10.1

  • Hala
  • 15 ივლისი 2015
  • 4479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)