პერესი რომეროს კანდიდატურასაც განიხილავს

„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კიდევ ერთი კიპერის კანდიდატურას განიხილავს...


მოგეხსენებათ, დე ხეასთან დაკავშირებით ყველაფერი გართულდა. მანჩესტერელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ესპანელ კიპერს კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა ჯიუტად ცდილობენ დავიდის შენარჩუნებას.

საბოლოო ჯამში, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვან გაალს დე ხეას სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება ურჩევნია, ვიდრე მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი ბუნდოვანია.

პერესმა „ესპანიოლს“ კიკო კასილიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მასთან დაკავშირებით მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს.

ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი გოლკიპერი, რომელიც პრეზიდენტის ინტერესთა არეალში მოექცა. ეს არის „სამპდორიას“ არგენტინელი კარის დარაჯი, რომერო.

რომეროს დამატებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი ამ შემთხვევაშიც გაიწელა.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 15 ივლისი 2015
  • 2519
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)