პერესი შეტევაზე გადადის

ფლორენტინო პერესი თავის სტიქიაშია. მან "მანჩესტერ იუნაიტედს" პირობები წაუყენა


"მადრიდის რეალი" აგრძელებს მუშაობას დავი დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით. აღნიშნული ტრანსფერი მას შემდეგ გაიწელა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამატებითი წინაპირობები წამოაყენა, რაზეც "თეთრები" უარს აცხადებენ და ეტაპობრივად მიიწეევენ დასახული მიზნისკენ.

სიმართლეა ის ფაქტი, რომ "მადრიდის რეალს" დე ხეას შეძენა ტურნეს დაწყებამდე სურდა, მაგრამ ვან გაალისა და ედ ვუდვარდის ძალისხმევით, აღნიშნული ტრანსფერი გაიწელა და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს "რეალი" მეკარის დაბევებას. "მანცესტერ იუნაიტედი" დარწმუნებული იყო, რომ "მადრიდის რეალის" სიტუაციიდან გამომდინარე, შეძლებდა თავისი პირობების წაყენებას და რამოსისა და კეილორ ნავასის გადმობირებას, მაგრამ ყველაფერი ასე არ აღმოჩნდა, ვინაიდან "მადრიდის რეალში" დარწმუნებულნი არიან, რომ თუ წლევანდელ ზაფხულში ვერ შეძლებენ მეკარის შეძენას, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ დაიცადონ მომდევნო წლამდე, ხოლო წლევანდელ წელს კი კეილორ ნავასისა და კიკო კასილასის დახმარებით რამენაირად გადააგორებენ.

"მადრიდის რეალი" და დე ხეა მშვიდად არიან, ვინაიდან მათ აქვთ უკვე წინასწარი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ ტრანსფერი წელს არ შედგება, "თეთრები" იღებენ ვალდებულებას დე ხეას მომდევნო წელს, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, დამატებით გადაუხადონ ის თანხა, რომელსაც ის წელს მიიღებდა ხელფასის სახით "მადრიდის რეალში" გადასვლის შემთხვევაში. ამ შეთანხმების მთავარი წინაპირობა კი არის ის, რომ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს, რომელიც მას 2016 წელს ეწურება, არ გაახანგრძლივებს.

სატრანსფერო ბონუსი

ის თანხა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ , თუ ტრანსფერი წელს არ განხორციელდება, რა თქმა უნდა, გადახდილ იქნება მას შემდეგ, რაც დე ხეა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი გახდება.

აღნიშნული ჯერჯერობით მხოლოდ გეგმა ბ-ს შემადგენელი ნაწილია. გეგმა ა კი მდგომარეობს იმაში, რომ მეკარე "თეთრებმა" მათთვის მისაღებ ფასად წელს შეიძინონ.

წყარო: MARCA.com dle 10.1

  • shvela
  • 15 ივლისი 2015
  • 8558
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)