ფლორენტინო: "იკერი მიდის იმიტომ, რომ მას სურდა ასე"

"მადრიდის რეალის" პრეზიდენტმა და კლუბის ლეგენდა იკერ კასილასმა ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს. ფლორენტინოს თქმით, იკერი არავის არ გაუგდია. პრეზიდენტმა გუშემატკივრებს მოუწოდა, შემდეგში დაფიქრდნენ, სანამ რომელიმე ფეხბურთელს დაუსტვენენ.


ფლორენტინო პერესი:

"დღე მშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "სანტიაგო ბერნაბეუზე". გუშინ თითოეულ თქვენგანს იკერ კასილასი დაემშვიდობა და დღეს კი მინდა მე დავემშვიდობო მას. ბევრ ბეჭდუ თუ არაბეჭდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლებიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რომელიც არ შეეფერებოდა იკერს. მან 25 წლის მანძილზე ჩვენი სიყვარული მოიპოვა, მან მოიპოვა ჩვენი პატივისცემა. ის საუკეთესო მეკარე "მადრიდის რეალისა" და ესპანეთის ისტორიაში. იკერი მიდის იმიტომ, რომ მას სურს ეს, ხოლო ჩვენ კი პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. რამოდენიმე დღის წინ, იკერთან დაკავშირებით მივიღეთ შემოთავაზება "პორტოსგან" და იკერმა გვთხოვა, რომ განგვეხილა. მე სრულიად მესმის მისი გადაწყვეტილება. ბოლო ორი წლის მანძილზე მასზე უდიდესი ზეწოლა მოდიოდა."

"შენ წლების მანძილზე დარჩები , როგორც საუკეთესო გოლკიპერი, რომელიც ოდესმე უნახავს "მადრიდის რეალს" . უკვე ხარ ამ კლუბის ლეგენდების გვერდით და მანდ იქნები დიდი ხნის მანძილზე, ისევე როგორც, ეს მოხდა დი სტეფანოს შემთხვევაში. შენ ჩვენი ვარსკვლავი ხარ."

"ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება, ვინაიდან ეს იკერის სურვილი იყო. შენი ცხოვრების მანძილზე, აქ ნებისმიერ დროს იქნება შენთვის კარი ღია. იკერმა აქცია ეს კლუბი იმაზე დიდად, ვიდრე მის მოსვლამდე იყო და ვისურვებდი, რომ აქ დარჩენილიყო კარიერის ბოლომდე. იკერს აქვს სრული უფლება, დაიწყოს ახალი ეტაპი თავის ცხოვრებაში. ის დიდებულ კლუბში მიდის, სადაც მისი ოჯახის წევრებიც თავს კარგად იგრძნობენ. იკერი მიდის, მაგრამ მის მიერ დატოვებული ისტორია, როგორც მაგალითი, დიდი ხნის მანძილზე იქნება. იკერის გული აქ რჩება და მუდამ "მადრიდის რეალის" კუთვნილება იქნება. იკერ მადლობა შენ და წარმატებები შენ, შენს მეუღლეს და შვილებს."

კასილასი:

"ეს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაა. მე უკვე "პორტოს" ფეხბურთელი ვარ. განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ ვიცი , რომ აქ დაბრუნების დროც მოვა. ერთადერთი, რისი თქმაც ეხლა მინდა, არის მადლობა "მადრიდის რეალს", რომელიც მუდამ გვერდში მიდგა. ხალხმა ბევრი რამე არასწორად გაიგო, რაც მე ძალიან მაწუხებს, მაგრამ ეს ეტაპი მორჩა. აქ დიდებული დრო გავატარე და როგორც გუშინ ვთქვი, მე მუდამ მადრიდისტა ვიქნები, მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა მომიწიოს ყოფნამ. ვეცდები მადრიდის სახელი მუდამ ღირსეულად ვატარო, სადაც არ უნდა მივიდე."

კითხვა-პასუხი (პასუხობს ფლორენტინო პერესი)

კრიტიკა მისი მისამართით: "აქ დიდი ხნის მანძილზე ვარ, შესაბამისად მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებდნენ, თქვენ აქ ხართ, ვინც მე მაკრიტიკებთ და მკითხეთ, თუ რამის გაგება გინდათ"

ბოლო 24 საათში გადაწყვეტილი ტრანსფერი: "არც ისე დიდი ხანია, რაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს იკერ კასილასთან დაკავშირებით, მის საკითხს სწავლობდნენ იურისტები, საგადასახადო საქმის სპეციალისტები...ეს ყველაფერი კომპლექსური საკითხი იყო. იკერს სურდა მარტივი და უბრალო დამშვიდობება. აქ ვიყავი, მაშინ როცა ის გემშვიდობებობათ, ვუთხარი მას , რომ მის გვერდით ვიქნებოდი, მაგრამ მას ეს არ სურდა. იკერს და მე მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა 2000 წლიდან მოყოლებული, არასდროს არ გვქონია პრობლემები, ის მუდამ მისაბაძი მაგალითი იყო. "

იკერის გამოსამშვიდობებელი მატჩი: "ეს ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო. აუცილებლად იქნება იკერის გამოსამშვიდობებელი მატჩი და ეს "პორტოს" წინააღმდეგ გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუს თასზე". ეს ყველაფერი დახურული და გადაწყვეტილია."

ფეხბურთელების დაცვა: "მე მუდამ ვიცავ ჩემს ფეხბურთელებს, ასე იყო კასილასის შემთხვევაში, როცა ჩვენი გულშემატკივრები მას და ჩვენს ფეხბურთელებს აკრიტიკებდნენ. 25 აქ გატარებული წლის შემდეგ, იკერ ერთადერთი, რასაც იმსახურებს, ეს არის პატივისცემა. ასე უნდა იყოს გულშრამტკივრების მხრიდანაც."

პრეზიდენტის კრიტიკა: "ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს აკეთებს ჩემი ავტორიტეტის შესალახად და ამით ცდილობენ "მადრიდის რეალის" ავტორიტეტის შელახვასაც. "რეალს" 113 წლის ისტორია გააჩნია და ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, კასილასი აქ 25 წლის მანძილზე იყო... არიან ისეთები, ვისაც ჩემი აქ ხილვა არ სურს, ასეთები მუდამ იყვნენ და იქნებიან, ისინი ყველაფერს აკრიტიკებენ, ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი, რომელსაც კრიტიკა არ ჭირდება, მაგრამ ეს მათი საქმეა. ასეთი ხალხი წავა დღეს თუ არა ხვალ, მაგრამ "რეალი" და იკერ კასილასი მუდამ დარჩებიან ამ კლუბის ისტორიაში.

ფეხბურთელების კლუბიდან მასიური გადინება: "არიან ფეხბურთელები, რომლებიც მიდიან იმიტომ, რომ კონტრაქტის ვადა ეწურებათ, მაგრამ იკერის შემთხვევა გამონაკლისია, ისევე როგორც, ეს მოხდა რაულის დროსაც, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს წასვლა. კლუბიდან უკანა კარით არავინ არ წასულა. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდათ და წავიდნენ, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ და წასვლა უნდათ და ამათ გარდა , არიან ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ მოქმედი კონტრაქტი, წასვლაც არ უნდათ და მათ გაშვებასაც არავინ არ აპირებს."

იკერ კასილასის შეცვლა: "ყოველთვის, როცა კასილასის მსგავსი ფეხბურთელი მიდის, მუდამ სირთულეებია, ვინაიდან მისი შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იკერისთვის ღირსეულ დამშვიდობებაზე ვფიქრობთ."

კასილასთან ურთიერთობა: "კასილასს აქ მოსვლის დღიდან ვესაუბრები. როცა მათ პრობლემები ჰქონდათ, მუდამ მოდიოდნენ და მესაუბრებოდნენ. ისინი კი, ვინც იკერ კასილასს აკრიტიკებდნენ, ნახავენ, თუ რა ძალა დაგვაკლდება."

სხვა შემოთავაზებები, რატომ "პორტო"? "იკერს შეიძლება ჰქონოდა ბევრი შემოთავაზება, მაგრამ მან კონკრეტულად ამ შემოთავაზების განხილვა გვთხოვა. მან აირჩია კლუბი."

ჭორები მისი და ფეხბურთელების ურთიერთობაზე და გულშემატკივრები: "არ ვიცი, რას ლაპარაკობენ. ვიცი ერთადერთი რამ, რომ მე მუდამ ვიცავდი ფეხბურთელებს. ასე იყო იკერის შემთხვევაშიც. შეიძლება ყოველდღე ვიღაცამ ახალი რაღაც მოიგონოს , მე ვერ დავდგები და ასეთ ჭორებზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ. ვიცავდი ბეილს, როცა სხვები ამბობდნენ, რომ მას ანემია სჭირდა, ვინაიდან ეს არასამართლიანი და უსაფუძვლო ჭორი იყო, ისევე როგორც , გამოვედი და მოვუწოდე გულშემატკივარს, უფრო მეტი მოთმინება გამოეჩინათ და არ დაესტვინათ იკერისთვის... წინა წელს წარმოუდგენელი და გაუგონარი ზეწოლა იყო მეკარეზე. იმედი მაქვს, ზოგიერთისთვის ეს მაგალითი იქნება და დაფიქრდებიან, სანამ რამეს გადაწყვეტენ."

სერხიო რამოსის წასვლა: "გარე პირებისთვის არასდროს არ მითქვამს ჩემს ფეხბურთელებთან დაკავშირებით რამე. რა თქმა უნდა, არ გამიგია, რომ ის თავს ცუდად გრძნობს ჩვენთან...ფეხბურთი იმისთვისაა, რომ ხალხი გააერთიანოს და არა იმისთვის, რომ დაანაწევროს."

დე ხეა: "ამჟამად ჩვენ იკერზე ვფიქრობთ, ხოლო დე ხეა, რომელიც ბრწყინვალე მეკარეა, ეკუთვნის ჩვენს მეგობარ კლუბს, მაგრამ მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მას კასილასის შეცვლა არ შეუძლია. შეიძლება ვინმე იყოს აქ 9 წლის მანძილზე, მაგრამ არა 25 წლის განმავლობაში, ეს წარმოუდგენელია და ასეთი შედარება შეუძლებელია." dle 10.1

  • shvela
  • 13 ივლისი 2015
  • 7980
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)