„კაცი, რომელსაც სამეფო კლუბი ძლიერ უყვარდა”

„… ჩამოიარა იმან, ერთ დროს „განსაკუთრებულმა“, ეჰ, თითქოს, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი (პერესი) , ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… „გავძეხი“, და ის კი განზე იდგა (იკერი), ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე”…


მაშ ასე,მე დღეს იკერზე ვწერ,არ მოვყვები მის მიღწევებზე საუბარს,25 წელი რეალის სამსახურში,25 წელი სამეფო კარის სადარჯოზე,ამით ყველაფერია ნათქვამი,ციფრები თავადაა იკერის უკიდეგანო შესაძლებლობების უტყვი მოწმე.

სერბ ფეხბურთელს სინიშა მიხაილოვიჩმა უთქვამს – უმაყურებლო ფეხბურთი იგივეა, როგორც უმკერდო ქალიო...უხერხული შედარებაა, მაგრამ ძნელია, სინიშას სიტყვებს არ დაეთანხმო. ძნელად თუ წარმოგვედგინა „წმინდა იკერს“ კაცს, რომელსაც არასდროს აკლდა აპლოდისმენტები,დიდება,დაფასება, 80 ათასი გაგიჟებული მადრიდელი ინჩასის თეთრი ცხვირსახოცებით მოფრიალე პუბლიკა, დღეს სტვეინით „დააჯილდოვებდა“, მაშინ როცა იგივე ხალხი დელ პიეროს, ანდრეა პირლოს აპლოდისმენტებით აცილებდა, მეტიც, გაუჩოს ფეხზე წამომდგარი მიაგებდა პატივს.

რაული, გუტი,იერო,რედონდო, იკერი,საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი, როდის უნდა ისწავლოს რეალმა ლეგენდების დაფასება,როდის...

და მაშ,ეს იკერია,სან იკერი,გუნდის თილისმა,ღირსეული კაპიტანი,მეტი ვიდრე მეკარე,მეტი ვიდრე კაპიტანი,სწორედ ესეთი ერთეულები წერენ რეალის საფეხბურთო ისტორიას.ხშირად გვიანახავს იკერი,ესპანური კორიდის ბრძოლის ჟინით აღსავსე მატადორი,რომლის წინაშეც ქედს იხრიდა მთელი თეთრი სამეფო. ”ამბობენ საოცარი სანახავიაო , როცა თეთრი მხედარი ,სიმშვიდე შერეული მებრძოლი სულით, დააქროლებს ბურთს ბერნაბეუზე... უნდა გაკადნიერდე, რომ მასთან შებრძოლება სცადო...და მათთვის, ვისთვისაც ფეხბურთი რელიგიაა, იკერი ხატი უნდა იყოს უთუოდ.. „ (უნდა გასცე ბრძანებები, მითითებები, რადგან შენ კაპიტანი ხარ ! იეროც ხომ ასე იყო ?! წარმოიდგინეთ - იერო ! ვერც კი წარმომიდგენია - მე კაპიტანი ვარ, მე იერო ვარ ! ეს ღმერთმა მიბოძა, და ეს ასე უნდა მომხდარიყო.- იკერ კასილასი)

„ფეხბურთი ჩემი პირველი სიყვარულია ,რომელიც დღემდე ვერ დავივიწყე“ (ტიერი ანრი), პერესები და მოურინიოები ვერ ამაღებინებენ ხელს მადრიდისტობაზე, რადგანაც ”კაცმა ცხოვრებაში შესაძლოა შეიცვალოს პოლიტიკური პარტია, რელიგია ან სულაც ცოლი, მაგრამ ვერასოდეს შეიცვლის საყვარელი გუნდს“ (ურუგვაელმა ჟურნალისტმა ედუარდო გალეანო) და მაშ, „ვიქნები თუნდაც მადრიდისტა,ოღონდ სამუდამოდ....“

და ბოლოს, როგორი წარმომიდგენია რეალიდან წასული სამეფე კლუბზე აღტაცებით მოსაუბრე იკერი:

" -დგახარ ბერნაბეუზე და მის სურნელს გრძნობ,რომელიც ქარს შორიდან მოაქვს.ისეთი შეგრძნება გაქვს ,თითქოს თავისუფალი ხარ და ცხოვრება ახლა იწყება.კოცნისგან ტუჩები გეწვის და ლოყებზე ცრემლი ჩამოგდის. -ბერნაბეუზე არასდროს ვყოფილვარ. -ბერნაბეუზე არასოდეს ყოფილხარ? -არასოდეს. -არადა მე ესესაა პორტოს კარზე დავაკაკუნე. შენ კი მეუბნები ბერნაბეუზე არასოდეს ვყოფილვარო,საოცარია. -მითხარი რატოა ის განსაკუთრებული. -იქ ყველა იმაზე ლაპარაკობს რა დიდებული კლუბია მადრიდი, რა მშვენიერი სანახავია 80 ათასი გაგიჟებული მადრიდელი ინჩასის თეთრი ცხვირსახოცებით მოფრიალე პუბლიკა,კლასიკოს „ვარსკლავეური ომები“, როცა საფეხბუღთო 90 წუთით დუმდება,დუმდება ერთი მიზნითა და მიზეზით,მიიღოს საიმოვნება,თამაში სადაც არაფერია არაფერია წინასწარ განსაზღვრული,გათვილილი,აქ არ არსებობს უპირობო ფავორიტი,აქ ფიასკოც განგვიცდია და ტრიუმფიც გვიზეიმია.რას მოუყვები მას შენ ზეცაში,შენ ხომ ბერნაბეუზე არ ყოფილხარ.ისინიც ხომ იტყვიან,აი ,სულელი, ერთხელაც არ უნახავს,ერთხელაც არ უნახავსო..." (კაკუნი სამოთხის კარზე)

Lik Realution dle 10.1

  • Hala
  • 13 ივლისი 2015
  • 4982
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)