დანილო: "რამოსთან და კასილასთან ერთად თამაში მინდა"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, დანილომ იკერ კასილასისა და სერხიო რამოსის კლუბში დარჩენა ისურვა.


"ბენიტესის ხელში დიდ გამოცდილებას მივიღებ. იგი უდიდესი მწვრთნელია. ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის სათამაშო დროის ლიმიტები, რომელსაც კლუბის თავკაცი მომცემს."

"მადრიდის "რეალისთვის" სერხიო რამოსი და იკერ კასილასი ცოცხალი ლეგენდები არიან. ისინი არიან კლუბის ნებისმიერი მოთამაშისთვის მისაბაძი პერსონები. რამოსსაც და კასილასსაც უდიდეს პატივს ვცემ. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთი კლასის ვასკვლავებთან თამაშზე და იმედი მაქვს ისინი "ბლანკოსს" არ დატოვებენ."

"რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, იგი დღეს-დღეისობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან "ფიფას" ჯილდო სწორედ მან მოიპოვა. ხმის მიცემის უფლება რომ მქონოდა, ხმას აუცილებლად რონის მივცემდი."

"ხამეს როდრიგესის გვერდით ორი წელი ვიასპარეზე "პორტოში". კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. მან მადრიდის "რეალში" მოახდინა თავისი ნიჭის დემონსტრირება და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ იგი სამეფო კლუბის საუკეთესო შენაძენია უკანასკნელი წლების განმავლობაში."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 2 ივლისი 2015
  • 2758
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)