ვან დერ ვაარტი მადრიდში რჩება

ინგლისური კლუბების იბრძვიან ვან დერ ვაარტისთვის.


ჰოლანდიელ პლეიმეიკერს, რაფაელ ვან დერ ვაარტს მანუელ პელეგრინის გუნდში მცირე დრო ჰქონდა თავის გამოსაჩენად, ამიტომ ხშირად იყო ლაპარაკი მისი ინგლისში გადასვლაზე.

არსენალს და ასტონ ვილას, ზაფხულში ორივეს სურდათ რაფაელ ვან დერ ვაარტის სახელი მათ გუნდში ჩაეწერათ. ახლა კი ლივერპულს სურს ჰოლანდიელის გადაბირება.

ზოგიერთ ფეხბურთელს განზრახვა აქვს, რომ ერთიდან მეორე გუნდში გადავიდეს პრაქტიკის მოსამატებლად რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე კარგ ფორმაში წარდგეს გულშემატკივრის წინაშე, თუმცა რაფაელს ეს განზრახვა არ აქვს.

უფრო მეტიც რაფაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პელეგრინი დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში, რაც თავისთავად გულისხმობს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას.

ვან დერ ვაარტი რადიო მარკაში:

"მე მაქვს ის ოსტატობა და თვისებები რაც საჭიროა მადრიდის რეალში სათამაშოდ".

"პელეგრინიმ წინასასეზონო ვარჯიშზე მითხრა რომ მე შესანიშნავი ფეხბურთელი ვარ, თუმცა მას არ ჰქონდა სასტარტოში ჩემთვის შესანახი ადგილი, რადგან გუნდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან კაკა, რაული და სხვები".

"მე ვუთხარი OK, მაგრამ კლუბის დატოვებას არ ვაპირებ, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება".

"ლა ლიგა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩემპიონთა ლიგა. ფინალი როგორც ვიცით ბერნაბეუზე ტარდება და იქ მოხვედრა ყველა გუნდისთვის ოცნებაა, ასეა ჩვენთვისაც".

"მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში".


ინფორმაციის წყარო: SKYSPORTS.COM dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)