კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "რეალმა" არ დააფასა

სერხიო რამოსი რაულის და გუტის კვალს მიჰყვება.


მადრიდის "რეალი" კვლავ აგრძელებს თავისი ლიდერების და ლეგენდების, უხეშად რომ ვთქვათ "დაჩაგვრას" და უპატივცემულობას. 2010 წელს ფლორენტინო პერესმა გუნდიდან , გუნდის კაპიტანი და ვიცე კაპიტანი, რაულ გონსალეს ბლანკო და ხოსე მარია გუტიერესი გაუშვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია "ბლანკოსის" გულშემატკივრებში, რადგან ორივე ფეხბურთელი "რეალის" სახე იყო.

დღეს იგივე ვითარებაა. კვლავ დიდია რისკი იმისა, რომ "თეთრები" კაპიტან და ვიცე კაპიტან დაემშვიდობნენ (კასილასი და რამოსი). განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ინფრომაცია სერხიოსთან დაკავშირებით. წყაროები იტყობინებიან, რომ ფლორენტინო პერესთან რამოსი ურთიერთობას ვერ ალაგებს და მათ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

SR4 სავარაუდოდ მომდევნო სეზონიდან მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს. როგორც სპორტული გამომცემლობები იტყობინებიან, აღნიშნულ გარიგებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ზოგიერთმა ბრიტანულმა ჟურმალმა რამოსი უკვე "წითელი ეშმაკების" წევრადაც კი მონათლა.

სერხიო რამოსი 29 წლისაა და მან უკვე მადრიდის "რეალში" 494 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 40 გატანილი გოლია. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთიც, რომელიც ესპანელმა მცველმა ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო წამებზე გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი წყალობით მოიგო "ბლანკოსმა" ნანატრი მეათე ლიგის თასი.

რამოსს აგრეთვე დიდებული შედეგი აქვს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. "ფურია როხას" შემადგენლობაში მან 128 შეხვედრა ჩაატარა და 10-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ამ ყველა შედეგის შეჯამებით კი თქვენ თვითონ დაარქვით სახელი, კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ქმედებას.

Goal.com dle 10.1

  • Junior
  • 24 ივნისი 2015
  • 9589
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)