„რეალის“ ხელმძღვანელობას ბენზემას ქმედებები ყელში ამოუვიდა

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტის წასვლასთან დაკავშირებით, კარიმ ბენზემამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება. მეტიც, ფრანგმა ფეხბურთელმა აგენტს სხვა კლუბის შემოთავაზებების განხილვაც კი დაავალა...


ბუნებრივია, არსებული გარემოება არ მოსწონს ფლორენტინო პერესსა და სამეფო კლუბის ხელმძღვანელთა შტაბს. „ცხრიანი“ გუნდის უდავო ლიდერია და კრიშტიანო რონალდუსთან ერთად მთავარ მდარტყმელ ძალას წარმოადგენს, მაგრამ მან პატივისცემა უნდა გამოამჟღავნოს რაფაელ ბენიტესის მიმართ, ვინაიდან მისი მწვრთნელი ამჟამად სწორედ ესპანელი სპეციალისტია და არა კარლო ანჩელოტი.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ბენზემასთან ყველაზე ახლოს „იუნაიტედია“, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავად ფეხბურთელი ყოყმანობს, თუმცა ასევე უცნობია „რეალის“ მეთაურთა პოზიცია.

ამასთანავე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ბენიტესის აზრს. საინტერესოა შედის თუ არა კარიმი ესპანელი მწვრთნელის გეგმებში.

ყველაფერი იმ ინფორმაციამ დაძაბა, რომლის მიხედვითაც რაფაელი ცენტრ-ფორვარდად კრიშტიანო რონალდუს განიხილავს, ვინაიდან ის უკვე 30 წლის არ არის და გარკვეულ ასპექტებში სისწრაფეს კარგად, კარზე დაგეშილი კი გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება.

იმ შემთხვევაში თუ რონიმ თავდამსხმელად თამაში დაიწყო, ბენზემას შანსები კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან „ბლანკოსი“ ორი გამოკვეთილი ფორვარდით არ ითამაშებს. dle 10.1

  • Hala
  • 6 ივნისი 2015
  • 7490
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)