ფერარა: "მადრიდის "რეალს" უფრო გამოცდილი მწვრთნელი სჭირდებოდა"

იტალიელმა ექფეხბურთელმა, ჩირო ფერარამ რაფაელ ბენიტესთან და მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.


"დიდი ხანია რაფას თავი არ გამოუჩენია განსაკუთრებული შედეგებით. გასაგებია, რომ იგი მადრიდის "რეალის" პროექტია და რომ წარსულში ამ კლუბში ნამუშევარი აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას 100%-ით უნდა ენდონ. სამეფო კლუბს ჩემი აზრით, უფრო გამოცდილი კადრი სჭირდებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ვფიქრობ, ანჩელოტის შეცვლა ბენიტესით არასწორი სვლა იყო."

"ვისი თამაშიც მინახავს, ვთვლი, რომ დიეგო მარადონას შემდეგ საუკეთესო ზინედინ ზიდანია. ფრანგი ფეხბურთელი გამოირჩეოდა გასაოცარი ტალანტით. იგი მინდორზე იმდენად ჰარმონიულად მოძრაობდა, რომ მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო. დარწმუნებული ვარ ზიზუსთვის სამწვრთნელო კარიერაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს საფეხბურთო კარიერა იყო."

"მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა პოგბაზეც. პოლი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მისი თამაში გვაფიქრებინებს, რომ ვეტერანი ფეხბურთელის გამოცდილება აქვს. იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ბევრ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ ახლა ლაპარაკი გვაქვს მომავალი ფენომენების ჩემპიონზე."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 6 ივნისი 2015
  • 2532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)