ბენიტესი:„მშობლიურ კლუბში დაბრუნება ჩემთვის მნიშვნელოვანია“

რაფაელ ბენიტესმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს პირველი ინტერვიუ მისცა...


„მადრიდის „რეალი“ ჩემი სახლია. სწორედ აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები. ბედნიერი ვარ და დიდი პატივი მაქვს ვიყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მწვრთნელი.“

„მქონდა ბევრი შფოთვა და ემოცია, ეს მადრიდის „რეალია“, ეს არის კლუბი სადაც ათწლეულის წინ ვმუშაობდი.“

უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდული კლუბი დატოვეთ, ახლა კი მთავარი გუნდის მწვრთნელი ხართ, რას გრძნობთ?

ახალგაზრდულ გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა, შემდეგ კი წასვლა ვარჩიე, რადგან მსურდა საკუთარი შესაძლელობები უკეთ გამომევლინა. დღეს მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ, ისტორია მეორდება, მაგრამ ახლა მთავარი გუნდი მაბარია. ვიმედოვნებ, მრავალი წლის მანძილზე „ბლანკოსის“ წარმატების გარანტი ვიქნები.

შეძელით თქვენი ოცნების რეალიზება?

რა თქმა უნდა. როდესაც „კასტილიას“ ვწვრთნიდი, მთავარი გუნდის ჩაბარება ჩემი ოცნება იყო. გავიდა უამრავი წელი, მართლაც დიდი დრო, ახლა კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვიმუშავე, მაგრამ „რეალი“ ყოველთვის განსაკუთრებული იყო, რადგან სწორედ აქ ავიდგი ფეხი.

გულშემატკივართა ემოციებზე რას იტყვით?

იყო კატეგორია, რომელსაც ჩემი დანიშვნა სურდა, ზოგი კი მეწინააღმდეგებოდა. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს, აქედან გამომდინარე ერთ პოზიციაზე ყოფნა ფაქტობირვად, გამორიცხულია. მე ვგრნობ დიდ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ კარიერის პიკი სწორედ ახლა მაქვს. „ბლანკოსში“ მუშაობა უდიდეს ზეწოლასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მზადყოფნას გამოვთქვამ.

ემოციები გასაგებია, მაგრამ სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოგიწევთ....

ამისათვის მზად ვართ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ვეცდებით, მაქსიმალური შედეგები დავდოთ. სამეფო კლუბს მთელი მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ქომაგი ჰყავს, რომელიც მუდამ ტიტულებს ითხოვს, ეს გარემოება უნდა გავითავისოთ და ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

რა მიზნები გაქვთ?

ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა. თითოეულ დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და ისე მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტს. ევროპაში უდიდესი კონკურენციაა, რთულია საუკეთესო იყო, მაგრამ შესაბამისი რესურსი არსებობს.

შემადგენლობა შესანიშნავია...

გეთანხმებით, როგორც უკვე აღვნიშნე, რესურსი არსებობს, რომელიც სწორად უნდა მივმართოთ, შანსები ნამდვილად გვაქვს. ინდივიდუალური თვალსაზრისით ბრწყინვალე შეგირდები მყავს, თუმცა მთავარი გუნდური ამბიცია და სულისკვეთება იქნება.

როგორ ფიქრობთ, ირწმუნებს გუნდი თქვენს შესაძლელობებს...

აუცილებლად. სხვაგვარად წარმატება გამორიცხულია. ჩვენი ურთიერთობა პატივისცემაზე უნდა აიგოს. ზურგს უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს, მე შემიძლია ვარსკვლავებთან მუშაობა. ვფიქრობ, ჰარმონიული სამუშაო გვექნება. მე დავეხმარები ფეხბურთელებს, ისინი კი მე დამეხმარებიან.

თქვენ მსოფლიოს ყველაზე მომთხოვნ კლუბში მოხვედით...

გამოწვევა მიღებულია. რადგან აქ ვარ, ყველაფრისთვის მზადყოფნას ვაცხადებ და ვიმედოვნებ, რომ წარმატებული ვიქნები. მსურს საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად მუშაობა და კარგი შედეგებიც ჩვენება.

როგორი სტილის მწვრთნელი ხართ?

ესპანეთში მიაჩნიათ, რომ დაცვაში თამაში მიყვარს, იტალიაში კი შემტევი ტიპის სპეციალისტად განმიხილავენ. ყველას თავისი შეხედულება აქვს. ვფიქრობ, საჭიროა ბალანსი და ისეთი ტაქტიკის შერჩევა, რომელიც კონკრეტულ შეხვედრაში წარმატების მომტანი იქნება. გუნდმა უნდა იცოდეს კონტრ-შეტევაზე თამაში, მაგრამ დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოს ბურთის ფლობაზე, რაც უფრო მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობ, მით მეტია წარმატების შანსი.

გსურდათ ესპანეთში დაბრუნება?

ბუნებრივია. ლა ლიგა საინტერესო ჩემპიონატია. აქამდე მხოლოდ 2 გუნდის ლიდერული ფუნქციები იყო გამოკვეთილი. ახლა კი „ბარსელონასა“ და „რეალს“ მადრიდის „ატლეტიკოც“ დაემატა, რომელმაც შარშან ჩემპიონობა შეძლო. ასევე არ შეიძლება „სევილიელთა“ და „ვალენსიელთა“ დავიწყება, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მე და ჩემი თანაშემწეები ვეცდებით საუკეთესო გუნდი ჩამოვაყალიბოთ.

გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფრის დამტკიცება „რეალში“ მოგიწევთ...

გეთანხმებით. მსოფლიოს სხვადასხა ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული საფეხბურთო გემოვნება და სტილი არსებობს. საბედნიეროდ ვიმუშავე იტალიაში, ინგლისში, ასევე ვფლობ ესპანეთში მუშაობის გამოცდილებას. ვეცდები მიღებული პრაქტიკა „რეალის“ წინსვლაში ჩავაქსოვო. ჩემ ხელში არაერთ პროფესიონალ და ტიტულოვან შეგირდს გაუვლია.

ლა ლიგაში კონკურენცია გაიზრდება?

ვფიქრობ, რომ კი. „ვალენსია“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც პროგრესირებს. ჩემი აზრით, 4-5 გუნდი იბრძოლებს პირველი ადგილისთვის. „ატლეტიკოს“ დავიწყება არ შეიძლება.

სადაც ყოფილხართ, ყველგან მიგიღწევიათ წარმატებისთვის...

ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი თანაშემწეებსა და მთელ სამწვრთნელ შტაბს, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. იმედი მაქვს, „ბლანკოსში“ ყველაზე ტიტულოვანი გავხდები. ჩვენ ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვწვრთნით, რაც უდიდესი მოტივაციაა.

რა მესიჯს გაუგზავნიდით „რეალის“ ქომაგებს?

„რეალის“ ფანებს ვთხოვ, ცოტა მოთმინება იქონიონ. ვიცი, რომ მათ მუდმივად წარმატებული გუნდის ხილვა სურთ. სამწვრთნელო შტაბი ეცდება ყველაფერი პრე-სეზონშივე გათვალოს და მთელი სეზონის მანძილზე სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი გუნდის ირგვლივ, რომელსაც „ბლანკოსი“ ჰქვია. ჩვენი ადაპტაცია უმოკლეს დროში მოხდება.
dle 10.1

  • Hala
  • 5 ივნისი 2015
  • 4130
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)