ბენიტესი: „განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში“

მას შემდეგ, რაც ესპანელი სპეციალისტი ოფიციალურად წარადგინეს "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მან ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.


პირველი კავშირი: "როგორც მოგეხსენებათ, მე და აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გავმართეთ, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩემი მოღვაწეობა "ნაპოლიში" დასრულებული იყო. პრესკონფერენციის შემდეგ მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემს აგენტსა და კლუბსი მესვეურებს შორის იყო გარკვეული კავშირი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვინაიდან ბოლო თამაში სათამაშო მქონდა. მას შემდეგ, რაც "ნაპოლი" ბოლოჯერ გავიყვანე მოედანზე, უკვე აქტიურად ჩავერთე მოლაპარაკებებში."

ემოცია: "განსაკუთრებული დღეა. ძალიან აღელვებული ვარ."

გამოწვევა: "ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და დამატებითი მოტივაციაცაა. ჩემს უკან უდიდესი გუნდი და წელში გამართული ინსტიტუტი დგას."

მიზანი და კასილასი: "ჩემი უმთავრესი მიზანი ძლიერი გუნდის შექმნაა, ამისთვის კი ინდივიდუალურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ბრწყინვალე შემადგენლობა მყავს და ვეცდები მის ბოლომდე გამოყენებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს ამაზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის."

ვინ აკლია თავისი თამაშის სათამაშოდ: "ყოველთვის ვადევნებ თვალს ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და ამას მას შემდეგ გადავწყვეტ, რაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით სათამაშო სისტემაში. მოგებისთვის საუკეთესოდ უნდა ითამაშო, უნდა გქონდეს განსხვავებული იდეები იმის მიხედვით, თუ რა სისტემასთან გიწევს დაპირისპირება. უნდა შევუტიოთ, გავიტანოთ გოლები და თუ შესაძლებელია, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ."

სპორტული დირექტორის ფუნქცია: "სხვადასხვა დროს განსხვავებულ საფეხბურთო სტრუქტურებში მიწევდა მუშაობა. მე აქ, როგორც მთავარი მწვრთნელი, ისე მოვედი და ვეცდები, რომ კლუბს გამოვადგე. მწვრთნელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი აზრი. კლუბს აქვს თავისი სტრუქტურა და ამაზე მე ნამდვილად არ ვაპირებ თავის მტვრევას."

ანჩელოტი და მისი დატოვებული კვალი: "ფეხბურთელები ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც მოიქცნენ."

კრიშტიანო რონალდუსა და ბეილის პოზიცია: "დღეს ამაზე ვერ ვილაპარაკებ. როგორც გითხარით, შეტევას და გოლების გატანას ვაპირებ. ხარისხიანი გუნდი შეტევაში დამანგრეველად უნდა გამოიყურებოდეს. მწვრთნელს ამ მხრივ უპირატესობა აქვს, ვინაიდან თავის ფეხბურთელებს ხედავს ვარჯიშის და მუშაობის დროს. თუ ვნახავ, რომ კარგად ვარჯიშობენ და ირჯებიან , ითამაშებენ."

მოურინიოს "რეალი", თუ ანჩელოტის: "მე გამარჯვებული მწვრთნელები და გუნდები მიყვარს. არ ვაპირებ ამა თუ იმ მწვრთნელის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთებას. ბედნიერი ვარ, რომ აქ მუშაობის საშუალება მომეცა და ყველა ერთად ვნახავთ, თუ რისი გაკეთება შემიძლია."

ვარჯიშის ტიპი: "სისტემა პრინციპში იგივე იქნება და დიდად არ შეიცვლება. ვაპირებ , რომ ჩემი შეგირდების ვარჯიშის 80% ბურთს ეთმობოდეს, ხოლო 20%-ი იქნება განკუთვნილი უბურთოდ ვარჯიშისთვის. ასევე მნიშვნელობა აქვს ბალანსის დაცვასაც. პრიორიტეტი ჩვენთვის ბურთია. ასევე მოვუსმენთ ფეხბურთელებსაც. ამ ყევლაფერმა კი ტიტულები უნდა მოგვიტანოს. უნდა ვიპოვოთ ბალანსი შეტევისა და დაცვის ხაზში.

კასილასი: "გიპასუხეთ უკვე, რომ პერსონალურად ფეხბურთელებზე საუბარს არ ვაპირებ."

ურთიერთობა ფეხბურთელებთან: "მიყვარს, როცა ფეხბურთელების აზრს ვისმენ. თუ არის ფეხბურთელი, რომელიც თვლის, რომ მისი მოსაზრება უფრო სწორია და ამაში დამარწმუნებს, რატომაც არა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელმა მოუტანოს გუნდს სარგებელი."

ფაბრიკა: "ჩემთვის ფაბრიკა უცხო არ არის და ასე თუ ისე, ვიცი მათი პრობლემატიკა. ჩემი მთავარი საზრუნავი პირველი გუნდია, მაგრამ ასევე ყურადღებას მივაქცევ, თუ რა მოხდება ფაბრიკაში. ზიზუსთან აქტიური ურთიერთობა მექნება და მისგან დაწვრილებით მივიღებ ფაბრიკის შესახებ ინფორმაციას."

რას გააუმჯობესებდა: "ფიქრობთ, რომ არ მაქვს ნანახი "მადრიდის რეალის" თამაშები? ნანახი მაქვს და მაქვს ჩემი პროფესიონალური მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩემთვის შევინახავ. უნდა შევინარჩუნო მათი სიძლიერე და მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ყველა ასპექტი."

დე ხეა: "ასეთი კითხვებით თავს ნუ შეიწუხებთ. დიდებული გუნდი გვყავს. გითხარით, რომ კონკრეტულად სახელების ხსენებას არ ვაპირებ. გავაანალიზებთ კონკრეტულ ფეხბურთელებს რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ და ამის შემდეგ ვნახოთ, რა იქნება."

მოგებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი: "რა თქმა უნდა, ფეხბურთელები. ჩვენ ვეცდებით ჩვენი მეთოდოლოგიის და სტრუქტურის გამოყენებას, მაგრამ მათი როლი საკმაოდ დიდია."

კრიტიკის მიღება: "კონსტრუქციული კრიტიკა მისაღებია. მიყვარს , როცა ჩემს სამწვრთნელო შტაბს ვუსმენ, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ."

სტერლინგი: "ფეხბურთელი არ ირიცხება ჩემი გუნდის შემადგენლობაში და მასზე ვერ ვილაპარაკებ. მე მას დიდ პატივს ვცემ."

ბლატერის გადადგომა: "დღეს ჩემი პრეზენტაციის დღეა და გთხოვთ ასეთი კითხვები სხვას დაუსვათ ან სხვა დროს დასვით..."

ლიგის მოგება: "სეზონის ბოლოსკენ გუნდს უნდა ჰქონდეს შანსი, რომ ტიტული მოიგოს. "მადრიდის რეალი" მარტო მოგებისთვის თამაშობს, ზოგჯერ ეს ასეც ხდება, ზოგჯერ არა, მაგრამ მთავარი იდეა არის ის, რომ გუნდი პირველი თამაშით დაწყებული, მოგებას ეცდება."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 3 ივნისი 2015
  • 8209
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)