პერესმა ბენიტესი წარადგინა

სამეფო კლუბის პრეზიდენტმა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახალი მწვრთნელი წარუდგინა მადრიდულ სამყაროს.


პერესი: „როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალში“ ყოველთვის მაღალი მოთხოვნებია.ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენთვის არაფერია სრულყოფილი.თავდაუზოგავად და სიმამაცით უნდა ვიბრძოლოთ, რათა ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ.ჩვენ მეტად თავდაჯერებით ვიწყებთ ახალ ეტაპს და ახალი მწვრთნელის მოსვლის უფრო მეტად გაგვაძლიერებს.ვფიქრობ, კლუბის მიზნები ყველასათვის კარგად არის ცნობილი.“

„რაფა საოცარი პროფესიონალიზმით გამოირჩევა და რაც მთავარია, ბავშვობიდანვე მადრიდისტაა.მას დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა „რეალის“ ჩაბარება და დღეს მისი ოცნება რეალობად იქცა.ბენიტესი კარგად იცნობს ჩვენ კულტურას, იცის, როგორი ღირებულბებისა და ფასეულობების მატარებელია „ბლანკოსი.“ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დიდებულად ეხერხება ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მათგან მაქსიმუმის მიღება.ის გამორჩეულია თავისი სამწვრთნელო თვისებებითა და მიღწევებით.“

„დავაკონკრეტებ, რომ ბენიტესი 13 წლის ასაკში მოვიდა სამეფო კლუბში.აქ ჩამოყალიბდა, როგორც მოთამაშედ, ასევე დამრიგებლად.ვგონებ, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია შენი ოჯახის ცხოვრებაში.შენ კარგად იცი, რას ნიშნავს კლუბის ფერების ტარება და ეს სტადიონი.ვიმედოვნებ, მალევე მოიპოვებ ქომაგებისა და ფეხბურთელების კეთილგანწყობას.„რეალი“ ყველაზე წარმატებული კლუბია მსოფლიოში, 32 ჩემპიონატითა და 10 ლიგით, თუმცა ჩვენ უფრო მეტისკენ მივისწრაფვით.კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში.“

ბენიტესი: „ემოციურად ძალიან დატვირთული დღეა, რამეთუ სახლში დავბრუნდი.ვიმედოვნებ, კარგად იასპარეზებენ ჩემი დამოძღვრილები და ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)