გრანეროს პრესკონფერენცია

ახალგაზრდა მადრიდისტა ესტებან გრანერო ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან გუნდის მომავალ გეგმებსა და საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა...


რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

სახლში ძალიან იშვიათად ვარ, ეს არის ჩემი მცირე პრობლემა და აქედან გამომდინარე სწორედ საკუთარ კერაში ყოფნა მგვრის სიამოვნებას.

იხილეთ "ბარსელონას" თამაში? სიამოვნებას იღებდით მათი უღიმღამო თამაშის ცქერით?


დიახ, მე ვუყურე ამ შეხვედრას. საკმაოდ საინეტერესო თამაში გამოდგა, ლა ლიგის ორ ფავორიტს შორის. "სევილიამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, მათ შესუსტებული შემადგენლობით სძლიეს მრისხანე მეტოქეს. ორივე გუნდი ძალიან ძლიერია, აქედან გამომდინარე ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა "სანჩეს პისხუანზე".

ლასი და რამოსი გამოტოვებენ შემდეგ შეხვედრას. ვან დერ ვაარტი ტრავმირებულია. იმედი გაქვთ, რომ ასეთ რთულ მომენტში პელეგრინი განდობთ ძირითად შემადგენლობაში ადგილს?

იმედი ყოველთვის მაქვს, რომ ვითამაშებ ძირითად შემადგენლობაში. ვფიქრობ ბევრი სიურპრიზის მოწყობა შემიძლია გუნდისთვის. შევეცდები ყველას გავუმართლო იმედები და მწვრთნელის ბოძებული შანსი ნაყოფიერად გამოვიყენო. მე ბევრს ვვარჯიშობ, რათა სრულფასოვანი დახმარება გავუწიო გუნდს, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ძირითადში თამაში...

რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ მოხვდებით ძირითად შემადგენლობაში? რაული ნახევარმცველის პოზიციაზე ბევრჯერ გვინახავს...

იმიტომ, რომ მე საკმაოდ ბევრს ვვარჯიშობ და მაქვს ძირითად შემადგენლობაში თამაშის პერსპექტივა. რაც შეეხება რაულს, ის ნამდვილად უნიჭიერესი ფეხბურთელია, უიშვიათესი ეგზემპლარი... ამის მიუხედავად არამგონია ნახევარდაცვაში ათამაშოს ელ კაპიტანო პელეგრინიმ. ვფიქრობ ჩემთვის კარგი შანსია ასეთ შესუსტებულ შემადგენლობაში მოვახერხო და კარგად წარმოვაჩინო თავი. მე ყველას დავუმტკიცებ, რომ შემიძლია ვიყო მადრიდის "რეალის" ღირსეული წევრი და ეს თეთრი ფორმა ღირსეულად ვატარო... ბედნიერი ვარ ასეთ დიად კლუბში, რომ მიწევს მუშაობა.

როგორ მოგეწონათ საქველომქმედო ვარჯიში?

დიადი გრძნობა იყო, როდესაც უამრავი ადამიანი ჩვენი ცქერით სიამოვნებას იღებდა. განსაკუთრებით მოვიხიბლე ბავშვთა დამოკიდებულებით ფეხბურთის მიმართ... ასე უნდა გავაგრძელოთ და ხშირად გავმართოთ საქველმოქმედო შეხვედრები.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 6 იანვარი 2010
  • 1439
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)