იგუანი თუ ბენზემა?

ამ ბოლო დროს გახშირდა კამათი იმაზე, თუ რომელი თავდამსხმელია უკეთესი, ბენზემა თუ იგუანი. ეს სტატიაც ამ თემას ეხება.


იგუანი
სრული სახელი: გონსალო ჟერარდო იგუანი
ზედმეტსახელი: პიპიტა
დაბადების თარიღი:დეკ. 10, 1987
დაბადების ადგილი:ბრესტი, საფრანგეთი
ეროვნება: არგენტინელი
სიმაღლე: 184 სმ.
წონა:81.5 კგ.
პოზიცია: თავდამსხმელი

ქარიმ ბენზემა
დაბადების თარიღი:დეკ. 17, 1987
დაბადების ადგილი:ლიონი
ეროვნება: ფრანგი
სიმაღლე: 184 სმ.
წონა:83.5 კგ
პოზიცია: თავდამსხმელი

როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ბენზემას ოდნავ უფრო მეტი წონა აქვს (რამდენიმე განსხვავებული ინფორმაციაა წონასთან დაკავშრებით, განსხვავება 3-დან 5-კილომდე მერყეობს ბენზემას სასარგებლოდ), სიმაღლეში კი სრული თანაფარდობაა. ამიტომაცაა, რომ ბენზემა ფიზიკურად უფრო ძლიერი ჩანს. სისწრაფეში დიდი განსხვავება არაა, მაგრამ პიპიტა, ჩემი აზრით, მაინც ოდნავ უფრო სწრაფია და ამ სისრწრაფეს უფრო ხშირად და სასარგებლოდ იყენებს ვიდრე ბენზემა. საერთო ჯამში ფიზიკურ მახასიათებლებში უპირატესობას ვერცერთ თავმდამსხმელს ვერ მივანიჭებთ, თუ ბენზემა ფიზიკურად ოდნავ უფრო ძლიერია (წონიდან გამომდინარე), იგუანი ოდნავ უფრო სწრაფია (ისევ და ისევ წონის გამო).
ბენზემას ლიონში ყოფნისას, იყო პერიოდი, როცა ფრანგული კლუბის მაშინდელი მწვრთნელი მას ფლანგზე ათამაშებდა. ეს ბენზემას არასდროს მოსწონდა და პროტესტსაც ღიად გამოხატავდა. მიუხედავად ამისა, ბენზემას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ფლანგიდან თამაშიც კარგად გამოსდის. იგივე სიტუაციაა იგუანის შემთხვევაში. სისწრაფის ხარჯზე მასაც არაერთხელ მოუტანია სარგებელი თავისი კლუბისთვის ფლანგიდან შეტევით. ასე რომ, უნივერსალურობაშიც რთულია ამ ორი თავდამსხმელს შორის საუკეთესოს არჩევა.
ორივე ფეხბურთელს აქვს თავისთვის დამახასიათებელი ტექნიკა და დარტყმა. თავით, ჩემი აზრით, ბენზემას უკეთესად შეუძლია თამაში. სტანდარტების დროს ის უფრო სასარგებლოა. შორიდანაც არაერთი გოლი აქვს გატანილი. იგუანსაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ შესანიშნავი დარტყმა აქვს. მაგრამ მიზანი ცოტა გამოსასწორებელი აქვს.
ამ ორ ვიდეოში კარგად ჩანს ამ ორი თავდამსხმელის ტექნიკა და დარტყმა.






ერთადერთი რამ, რაშიც განსხვავება აშკარაა (თუ არ ჩავთვლით გარეგნობას :) ), არის გამოცდილება. ბენზემას დიდი გამოცდილება აქვს მიღებული საფრანგეთისა და ლიონის მაისურით თამაშისას. იგუანი რეალში 2006-07 წლების სეზონში გადმოვიდა და მყარი ადგილი რეალის სასტარტო შემადგენლობაში შარშან მოიპოვა. აქამდე მას თამაში იშვიათად უწევდა და ბევრი მას კალდერონის შეცდომადაც კი მიიჩნევდა. არგენიტინის ნაკრებში კი სულ რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ლიონში ბენზემა თავდასხმის მთავარ ძალას წარმოადგენდა. რეალში კი მისი როლი განსხვავებულია. ის რეალის თავდასხმის ერთერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და არა ყველაზე მნიშვნელოვანს. იგუაინი ამას მეტ-ნაკლებად მიჩვეულია. ამიტომ სანამ ბენზემა შეეგუება ასეთ სიტუაციას, მიმაჩნია, რომ იგუანი უფრო სასარგებლოა რეალისთვის. ამ ეტაპზე ის უკეთესად ჯდება რეალის სათამაშო სტილში. დროსთან ერთად ალბათ ეს განსხვავებაც გაქრება და იგუანიც გამოცდილებას შეიძენს. ამიტომ ორივე თანაბრად პერსპექტიულია.

პ.ს. მართლა ძალიან რთულია იმის თქმა თუ რომელია უკეთესი. კარგი იქნებოდა თქვენი არგუმენტები მოგეყვანათ და იქნებ ერთად შევძლოთ საუკეთესოს არჩევა.

წყარო: მონაცემებში განსხვავება იყო და ყველაზე საიმედოდ www.realmadrid.com-ი მივიჩნიე.
ვიდეოების მოძებნაში www.youtube.com-ი დამეხმარა. დანარჩენი პირადი მოსაზრებაა.

სტატიის ავტორი: Tsintsa dle 10.1

  • Tsintsa
  • 6 იანვარი 2010
  • 4251
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)