ფლორენტინოს დილემა: ანჩელოტი უნდა დარჩეს!

გუნდი ერთსულოვანია, ანალოგიური მდგომარეობაა გულშემატკივრებშიც. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ გულშემატკივრებს კარლო ანჩელოტის კლუბში დარჩენა სურთ.


დღეის მდგომარეობით კარლო ანჩელოტი "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელია. ფლორენტინო პერესმა უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც გადაწყვიტა მასთან კონტრაქტის შეწყვეტა, მაგრამ დღემდე ამასთან დაკავშირებით არავის არაფერი არ უთქვამს. საქმეს ისიც ართულებს, რომ იტალიელ სპეციალისტს ფეხბურთელები და გულშემატკივრები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ რაფა ბენიტესს, რომელიც პერესის ფავორიტია, გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს შესაფერ კანდიდატად. ყველაფერთად ერთად, ფეხბურთელები უკვე ღიად გამოხატავენ კარლოსადმი მხარდაჭერას. ბოლო განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით კრიშტიანო რონალდუმ გააკეთა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ("მომდევნო სეზონში კარლოსთან თანამშრომლობის იმედით გემშვიდობებით. დიდებული მწვრთნელი და დიდებული პიროვენაბ"), რაც მთლიანად გუნდში არსებულ განწყობასაც გამოხატავს.

ის მარტო არ არის: 7-იანის ზემოთხსენებული განცხადება თითქმის ყველა მისმა თანაგუნდელმა გაიზიარა. ბოლო დღეების მანძილზე ფეხბურთელებს შორის შედგა შეხვედრა, როგორც ვალდებაბასზე, ასევე პირადად (ტელეფონის საშუალებით) და მათ ერთამნეთში შეათანხმეს განცხადების ტექსტი, რომელსაც უახლოეს საათებში ისინი გაავრცელებენ ანჩელოტის მხარდასაჭერად.

ეს არ არის ბენიტესის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია, არამდე კარლოს დასაცავად და პერესის პოლიტიკის გამაფრთხილებელი სიგნალი: "კრიშტიანოს მხოლოდ და მხოლოდ სურდა თავისი მადლობა და მხარდაჭერა გამოეხეტა კარლოს მიერ გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც ერთ მუშტად შეკრა და საერთო იდეის ირგვლივ გააერთიანა დაყოფილი გუნდი"-აცხადებს პიროვნება, რომელიც დაახლოებულია პიჩიჩისა და ოქროს ბუცის გამარჯვებულთან.

დღესდღეობით კარლო ანჩელოტის კლუბიდან არავინ არ შეხმიანებია. მან უკვე იცის ბრონზეტისგან, რომ მასთან დაკავშირებით პერესს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და არ აპირებს მის კლუბში დატოვებას. დღეს კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება, რომელზეც სწორედ კარლო ანჩელოტისთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა იქნას განხილული, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ მწვრთნელის დანიშვნასა და ტრანსფერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას მაინც ფლორენტინო პერესი ამბობს. დირექტორები დღეს უბრალოდ დაადასტურებენ პერესის პოზიციას. მიუხედავად ამისა, დირექტორთა საბჭოში არის ხალხი, რომლებიც არასწორად მიიჩნევენ ანჩელოტის კლუბიდან გაშვებას და მას დაუფიქრებელ და რისკიან ნაბიჯს უწოდებენ: "ანჩელოტი ნამდვილი ჯენტლმენი და ამავდროულად დიდებული მწვრთნელია. ჩემი აზრით, უმჯობესია, თუ მის კონტრაქტს პატივს ვცემთ და ერთ სეზონსაც ვაცლით"-აცხადებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ყველასთვის ასევე ცნობილია ის განცხადება, რომელიც ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ "თუ ვიმშავე ეს მხოლოდ "რეალის" რიგებში მოხდება, თუ გამიშვეს, მაინც მადრიდში დავრჩები , ვინაიდან ერთ წლიანი შვებულების აღებას ვაპირებ"

ტომას რონსერო


წყარო: AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)