მადრიდის „რეალი“ შესაძლოა მეკარის გარეშე დარჩეს

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯები შესაძლოა, კლუბს გამოემშვიდობონ და ფლორენტინო პერესს 2 კიპერის შეძენა მოუხდეს...


მას შემდეგ, რაც დავიდ დე ხეასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია დაიწერა, კეილორ ნავასი აბარგებაზე დაფიქრდა. კოსტა-რიკელი მეკარე „ბლანკოსმა“ დაჩრდილა, არადა რამდენიმე თვის წინ ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. კეილორის გადაბირებას არაერთი გრანდი ცდილობდა, მაგრამ „ლევანტეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა მადრიდი არჩია.

ამასთანავე არაერთი ინფორმაცია იწერება იკერ კასილიასთან დაკავიშირებით. ლეგენდის წასვლაზე, უამრავი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.

იმ შემთხვევაში თუ ფლორენტინო პერესმა დავიდ დე ხეა გადაიბირა, ერთ-ერთი კიპერი ყველა ვარიანტში დატოვებს გუნდს, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ კეილორთან ერთად კასილიასიც წავიდეს და მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობას მეორე მეკარის კანდიდატზეც დაფიქრდეს, ვინაიდან კლუბში მხოლოდ პაჩეკო დარჩება, რომლის კლასიც არც ისე მაღალია. dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2015
  • 3439
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)